მუხლის ფართოდ გავრცელებული ტრავმები

 

მუხლის ტკივილი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს რომელიმე დაავადებასთან ან უეცარ ტრავმასთან. მუხლის არეში დისკომფორტი საკმაოდ შემაწუხებელია და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი. მუხლის ტკივილი შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა იოგის გახევა, ხრტილის დაზიანება ან  დაავადებები - ართრიტი, ნიკრისის ქარი და ინფექციები.   მუხლის ფართოდ გავრცელებულ ტრავმებს შორისაა:

მუხლის ოსტეოართრიტი - იგი მოიცავს ორ ძირითად პროცესს: სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დაშლას და ანომალური ძვლოვანი წარმონაქმნების განვითარება სახსარში. ოსტეოართრიტის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია ტკივილის თანდათანობითი მატება, შებოჭილობა და შეშუპება მუხლის სახსარში.

ტენდინიტი -  მყესოვანი ქსოვილის ანთებაა, რომელიც ვითარდება ძვალთან  მიერთების წერტილში ან მყესისა და კუნთის გადაბმის ადგილში.

შლატერი - მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით გამოწვეული დაზიანების შედეგად ვითარდება. ეს დაავადება საკამოდ გავრცელებულია მოზარდებში. განსაკუთრებით, მათში ვინც ერთიანად მოიმატეს სიმაღლეში და ძვლების, კუნთებისა და მყესების ზრდის პროცესი არ დაემთხვა ერთმანეთს. მოზარდების გარდა, რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან სპორტსმენებიც, რომლებიც ხშირად იღებენ ტრავმებს სპორტული აქტივობების დროს.

მენისკის გაგლეჯა -  ხშირია სპორტსმენებში.ის შეიძლება განვითარდეს, ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის დროს მიმართულების უეცარი შეცვლისას.  ახასიათებს ძლიერი ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერია მაქსიმალური მოხრისა ან გაშლის დროს.

მუხლის ტრავმების მკურნალობა პრობლემის შესაბამისად ხდება. ტკივილის თავიდან ასარიდებლად სპორტსა და გადაჭარბებულ ვარჯიშს უნდა მოერიდოთ. ასევე საჭიროა თავის შეკავება მუხლის ძლიერი მოხრისგან. მკურნალობის პროცესში პაციენტები იღებენ მედიკამენტებს, ასრულებენ დაჭიმვით ვარჯიშებსა და იყენებენ მუხლის ფიქსატორებს. ამ პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა”. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

მუხლის მყესის დამჭერი - გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.

კვირისტავის მყესის დამჭერი - გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.

მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.

სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის ფიქსატორებია წარმოდგენილი.  კომპანია „ახალი ხედვის“ მუხლის ფიქსატორები უმაღლესი ხარისხითა და ოპტიმალური ფასებით გამოირჩევა. პროდუქცია, კი ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი.