მუხლის ფართოდ გავრცელებული ტრავმები?

მუხლის ტკივილი შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა იოგის გახევა , ხრტილის დაზიანება ან  დაავადებები- ართრიტი, ნიკრისის ქარი და ინფექციები. ამ დაავადებების დროს ტკივილი ძირითადად შემაწუხებელია და  ცხოვრების ნორმალურ რიტმს აფერხებს. ასევე, მუხლის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს:

● მუხლის ოსტეოართრიტი - იგი მოიცავს ორ ძირითად პროცესს: სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დაშლას და ანომალური ძვლოვანი წარმონაქმნების განვითარება სახსარში.ოსტეოართრიტის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია ტკივილის თანდათანობითი მატება, შებოჭილობა და შეშუპება მუხლის სახსარში.

●  ტენდინიტი -  მყესოვანი ქსოვილის ანთებაა, რომელიც ვითარდება ძვალთან  მიერთების წერტილში ან მყესისა და კუნთის გადაბმის ადგილში.

● რევმატოიდული ართრიტი - ვლინდება როგორც სახსრების სიმეტრიული დაზიანება. ამ დროს ვითარდება სახსრის შეშუპება, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ხრტილოვანი ქსოვილისა და იოგოვანი აპარატის დაზიანებას. ამ დროს სახსარი თბილია, პაციენტებს, ძირითადად, უჭირთ მოძრაობა.

● მუხლის სახსრის ინფექცია -  შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ის განსაკუთრებით ხშირია ავთვისებიანი სიმსივნით, შაქრიანი დიაბეტითა და ალკოჰოლიზმით დაავადებულ ადამიანებში.

● მენისკის გაგლეჯა -  ხშირია სპორტსმენებში. ის შეიძლება განვითარდეს, ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის დროს მიმართულების უეცარი შეცვლისას.  ახასიათებს ძლიერი ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერია მაქსიმალური მოხრისა ან გაშლის დროს.

მსუბუქი მუხლის ტრავმა ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას და ადამიანები ამ პრობლემის აღმოფხვრას სახლშიც ახერხებენ. არსებობს მკურნალობის განსხვავებული მეთოდები, რომელიც პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხშირად ტკივილის შემსუბუქების მიზნით ინიშნება ფიზიოთერაპია და სხვა პროცედურები. თუმცა, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.  მენისკის გახევის, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს ექიმები ხშირად მუხლის ფისქატორებისა და სამაგრების გამოყენებას უწევენ რეკომენდაციას. ამ პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა”.  სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის ფიქსატორებია წარმოდგენილი.  კომპანია „ახალი ხედვის“ მუხლის ფიქსატორები უმაღლესი ხარისხითა და ოპტიმალური ფასებით გამოირჩევა. პროდუქცია, კი ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი.