ნერვის ანთება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ნერვის ანთების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება, ასევე ეცადეთ, რომ ერთ მდგომარეობაში დიდხანს არ გაჩერდეთ, რადგან არა სწორად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა - ამ პრობლემის პროვოცირებას იწვევს. ამ დაავადების პრევენციისთვის ასევე რეკომენდებულია ვარჯიში და მცირე ფიზიკური დატვირთვა. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

ტრავმა; 

ტოქსიკური მოწამვლა; 

ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებები;

ხერხემლის მალთა-შუა თიაქარი;

შაქრიანი დიაბეტი;

დაქვეითებული იმუნიტეტი.

ნერვის ანთების სიმპტომები

ნერვების დაბოლოებები ადამიანის მთელ სხეულზეა განლაგებული, ამიტომ შეტევითი ტკივილები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილზე. ამ პრობლემას მძაფრი და გაუსაძლისი ტკივილები ახასიათებს.   შეტევით ტკივილს ასევე დაერთვის კანის გაწითლება, გაფითრება, ოფლიანობა, ცრემლდენა და კუნთების ადგილას ტკივილი.  ნერვის ანთების სიმპტომებია: 

ტკივილი;

დაბუჟება;

მოძრაობის შეზღუდვა.

ფართოდ გავრცელებული ნერვის ანთება სხეულის სხვადასხვა ადგილას

ნერვის ანთება სხეულის სხვადასხვა ნაწილში შესაძლოა განვითარდეს. ყველაზე ხშირია:

მხრის ნერვის ანთება - ამ დროს ადამიანს უჭირს ხელის მოძრაობა და შესაბამისად, საქმის კეთებაც. მხრის ნერვის  ანთებას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს - მაგალითად, შესაძლოა ეს იყოს  სამშობიარო ტრავმა. გარდა ამისა, ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს სპორტული აქტივობის დროს. ავტოსაგზაო შემთხვევა, დაცემა და სხვადასხვა ტიპის ტრავმა კი მხრის ნერვის ანთების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია.

იდაყვის ნერვის ანთება -  შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკურმა აქტივობამ, ტრავმამ და მყესის დაზიანებამ, ასევე დაჭიმულობამ ან ანთებამ. მისი გამომწვევი მიზეზებია ასევე: არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის დროს ზეწოლა, არასწორად მორგებული თაბაშირის ან ფიქსატორის ზეწოლა, უბედური შემთხვევები და სხვ.

კისრის ნერვის ანთება - ამ დროს  ხერხემლის ზედა ნაწილის მალთა-შუა დისკი განიცდის დეგენერაციასა და ნერვს აწვება. დეფორმირებული დისკი ეხება და აღიზიანებს ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვულ ფესვებს, რასაც შესაბამისი ადგილის ფუნქციის მოშლამდე  მივყავართ. 

ნერვის ანთების მკურნალობა

ნერვის ანთების დროს პირველ რიგში, ტკივილგამაყუჩებელს იღებენ და თუ, ეს ტკივილი ანთებით პროცესს უკავშირდება საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ჩართვაც. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს სხეულის რომელ ნაწილში განვითარდა ნერვის ანთება, სწორი  მკურნალობის პროცესისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ შესაბამისი გამოკვლევები. ნერვის შეტევითი ტკივილის დროს ასევე, უნდა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა , რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს. დააფიქსირეთ ხერხემლის მტკივნეული ადგილი განსაკუთრებით თანმხლები დაავადებების: ხერხემლის გულმკერდის, კისრის ან წელის ნაწილის მალების ოსტეოქონდროზის დროს. ამ დროს გარდა, მედიკამენტოზური და ფიზიოტერაპიული მკურნალობისა მნიშვნელოვანია ფიქსატორებისა და წელის კორსეტების გამოყენება. მაგალითად, თუ იდაყვის ნერვის ანთება გაწუხებთ ამ დროს ატარეთ იდაყვის ფიქსატორი, რომელიც  დამზადებულია ნეოპრინის ჰაერგამტარი ქსოვილისაგან. მისი დამატებითი ბალიში ფიქსაციას უზრუნველყოფს და  ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს. კისრის ნერვის ანთების დროს კი იმობილიზაციისა და ტკივილის შესამსუბუქებლად კისრის სტაბილიზატორი გამოიყენეთ. ის ეფექტურია ხერხემლის მალთა-შუა დისკის თიაქრის დროს, ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას უზრუნველყოფს.  გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ეცადეთ, არ გაცივდეთ, არ ინერვიულოთ და იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.