ორთოპედიული ქამრების მრავალფეროვანი არჩევანი “ახალ ხედვაში”
კომპანია "ახალ ხედვაში" უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების ორთოპედიული ქამრებია წარმოდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქციას იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ, ასევე მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია, მის ხარისხს ყურადღება მივაქციოთ. “ახალი ხედვის” ორთოპედიული ქამრები კი ამის გარანტიაა, რადგან სამედიცინო ჯგუფი ამ პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო სამედიცინო ბაზარზე ლიდერი კომპანიებიდან წლებია აწარმოებს. მათი ტარება რეკომენდირებულია:
● ოსტეოართრიტის;
● ოსტეოპოროზის;
● სქოლიოზის;
● ტრავმების;
● კიფოზის;
● ორსულობის დროს;
● ოპერაციების შემდგომ;
● ზურგის კუნთების დაჭიმულობის დროს და სხვ.
ორთოპედიული ქამრები სხვადასხვა სიგრძის არსებობს და მათ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვს. ისინი დამზადებულია როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის, ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამცირებს და ხერხემალს ნორმალური მდგომარეობის აღდგენაში ეხმარება. ორთოპედიული ქამრები:
● აფიქსირებს წელსა და მხრებს სწორ პოზიციაში;
● ამცირებს ტკივილის ინტენსივობას;
● იცავს ჭრილობას გაღიზიანებისა და გარე ზემოქმედებისგან;
● ხელს უშლის გართულებების განვითარებას;
● ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტიან მიმდინარეობას.
ორთოპედიული ქამრების შეძენა შესაძლებელია სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” ფილიალებში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ხერხემლის კორსეტი - აფიქსირებს მთლიანი ხერხემლის სვეტს. აქვს მეტალის ჩანართები, რაც გაძლიერებულ ფიქსაციას უზრუნველყოფს ხერხემლის არეში. გამოიყენება მალების მოტეხილობის, სქოლიოზის, კიფოზისა და ხერხემლის მრავლობითი თიაქრის დროს.
● წელის სტანდარტული კორსეტი - ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედები. ხშირია მისი გამოყენება ყოველდღიურად, მძიმე სამუშაოს შესრულებისას.
● მხრებში გასამართი ქამარი - არის მარტივი კორსეტი,რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან.მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას,თაბაშირის შემცლელად.
● საორსულე ბანდაჟის - გამოყენება ზურგის კუნთების გაძლიერებას უზრუნველყოფს და მუცლის დაწევას უშლის ხელს. მისი დამატებითი შესაკრავები ასევე ხელს უწყობს წელის არის გაძლიერებას.
● ოპერაციის შემდგომი ბანდაჟი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტია, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ მეთოდით შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი ადგილზე უმოკლეს დროში მიიღებთ.