წელის ქამრები “ახალ ხედვაში”
წელის ტკივილს იწვევს მჯდომარე ცხოვრების წესი, გარკვეული პროფესიები ან უეცარი ტრავმა. თუმცა, არსებობს სხვა ზურგის ტკივლის მიზეზები, რომლებიც შედარებით რთულად სამართავია. მათ შორის არის:
● ხერხემლის პათოლოგიები;
● ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
● სპონდილოზი;
● რადიკულოპათია;
● კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება.
წელის ტკივილის დროს ადამიანების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს წელის ქამრები და კორსეტები. მათ მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ეს პროდუქტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. კორსეტები და ქამრები პაციენტებს წელის სხვადასხვა პრობლემის დროს ეხმარება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● წელის კორსეტი პლასტმასის ჩანართით - დამზადებულია ელასტიური ბამბის ქსოვილისაგან. კორსეტი უზრუნველყოფს წელის არის (კუნთების, ხერხემლის მალების, მალთაშუა დისკების) დაცვას და გამოიყენება ზურგისა და წელის არეში ტკივილის დროს. ხშირია მისი გამოყენება რევმატოლოგიური დაავადებებისა და ხერხემლის თიაქრის დროს.
● ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად არის შესაძლებელი. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.
● წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები ზურგის არეში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
ამ პროდუქციას მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. წელის ქამრები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. მათი მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. მათი შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კონსულტანტი ადგილზე უმოკლეს დროში მოგიტანთ.