ორთოპედიული პროდუქტები ფეხის ტრავმის დროს

 

ორთოპედიული პროდუქტებს მომხმარებლები ტრავმებისა და დაზიანების დროს აქტიურად გამოიყენებენ. ფეხის ტრავმები, კი ხშირია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და ბავშვებში. მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება ორთოპედიული ფიქსატორები.  ამ პროდუქტების გამოყენება შესაძლოა როგორც დაავადებების, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს, თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც.  განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ფეხების ტკივილის დროს - თუ ეს რაიმე ტრავმით არის გამოწვეული აუცილებელია ფიქსატორების გამოყენება, რადგან ნაღრძობი ფეხის მკურნალობა ჩვეულებრივ თაბაშირის დადებით ან ფიქსატორის გამოყენებით შეიძლება. ეს ძვალს სწორ მდებარეობაში აფიქსირებს და შესაძლებელი ხდება მისი შეხორცება. ძლიერი შეშუპების დროს შესაძლებელია ნახვევი არ გაკეთდეს, მაგრამ ფეხის იმობილიზაცია აუცილებელია.

ტერფის ტკივილის დროს - აუცილებელია ტერფის ფიქსატორების გამოყენება. ტერფის დამცავი საშუალებების ტარების მიზეზი მრავალმხრივია. მათ მომხმარებლები სხვადასხვა დანიშნულებით ატარებენ, მათ შორის არის ტკივილის შემსუბუქება, ტერფის თაღის კორექცია, სხვადასხვა დაავადების პრევენცია ან გართულების თავიდან არიდება და კანის დაცვა მექანიკური ზემოქმედებისა და კოჟრის გაჩენისგან.

მყესის დაჭიმულობის დროს - კოჭისა და მუხლის ფიქსატორებს გამოიყენებენ. ეს პრობლემა ძირითადად, ფიზიკურ დატვირთვას, ვარჯიშსა და სპორტულ აქტივობას უკავშირდება. მათი დაზიანება ვითარდება კუნთების უეცარი ძლიერი შეკუმშვისას, ძირითადად, მოქნილობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშების არასათანადოდ შესრულების გამო. 

კომპანია “ახალ ხედვაში” საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი  ბრენდების მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორია წარმოდგენილი. ეს პროდუქტი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე რეაბილიტაციის პერიოდში. ახალი ხედვა მომხმარებლებს სთავაზობს: მხრის, იდაყვის, კოჭის, კისრის, სხივ-მაჯის, ხერხემლის, თითის, მუხლის,  ტერფისა და მენჯ-ბარძაყის ფიქსატორებს. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ორთოპედიულ პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. დედაქალაქის გარდა, კომპანია ფილიალებით გორში,  ქუთაისსა და ბათუმში არის წარმოდგენილი. „ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზია უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ პროდუქტებს აერთიანებს.   ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქცია ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია მომხმარებელს Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Tipsan-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს.