ფეხების ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ფეხების ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. სხეულის ამ ნაწილში პრობლემები შესაძლოა ნებისმიერ სეზონზე სხვადასხვა ფაქტორის გამო განვითარდეს. მაგალითად, ზაფხულში, როდესაც სისხლძარღვები ფართოვდება, ქვედა კიდურებში ვენური პრობლემები იჩენს თავს. ზამთარში კი ხშირია ტრავმით გამოწვეული ფეხების ტკივილი - იქნება ეს უბრალოდ ყინულზე ფეხის გადაბრუნება და მყესების დაჭიმვა, თუ სრიალის დროს მიღებული მძიმე დაზიანება. სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე იწყება მკურნალობის კურსი. შესაბამისად, ეს პროცესი ინდივიდუალურია და სრულად არის დამოკიდებული პაციენტების მდგომარეობაზე.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხების ტკივილი?

როგორც აღვნიშნეთ, ფეხების ტკივილი შესაძლოა ბევრი ფაქტორის გამო წარმოიშვას. ეს პრობლემა კი ყველაზე მეტად სპორტსმენებს აწუხებთ, რადგან მათში  ხშირია მენისკის დაზიანება, რაც მუხლის ტკივილთან არის დაკავშირებული.  ფიზიკური დატვირთვის გამო სპორტსმენები კოჭის დაზიანების რისკის ქვეშაც არიან. კოჭის ტკივილი შესაძლოა, განვითარდეს სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით, მოხრით, გაშლით ან შებრუნებით. ფეხების ტკივილი ხშირად უკავშირდება ტერფის პრობლემებს. ეს დისკომფორტი  ძირითადად იმ ადამიანებს აწუხებთ, რომლებსაც დიდხანს ფეხზე დგომა უწევთ ან ისეთი ფიზიკური აქტივობებით არიან დაკავებული, რომლის დროსაც დაზიანების  რისკი მაღალია. ტერფის ტკივილი  შეიძლება  ფეხის თითებიდან აქილევსის მყესამდე გავრცელდეს. ტერფის ყველაზე მსხვილი ძვალი ქუსლია და ქვემოდან მასზე მიმაგრებულია ტერფის შემაერთებელი ქსოვილის ზოლი, რომელსაც ძირითადად ტერფის თაღები უჭირავს. ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ გარჩევა, ტკივილი ტერფიდან მოდის, თუ ქუსლიდან.  ქუსლის ტკივილის დროს ფეხის გადადგმისთანავე მწვავე შეგრძნება ვითარდება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აქილევსის მყესის დაზიანება ან ანთებაა. ქუსლის ტკივილის მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორისაა ქუსლის დეზიც. ფეხების ტკივილი შემაწუხებელია და  ცხოვრების ნორმალურ რიტმს აფერხებს. ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, ფეხების ტკივილი შეიძლება უკავშირდებოდეს: 

ჭარბ წონას;

მშობიარობას;

პროფესიულ საქმიანობას;

რევმატულ პრობლემებსა და დაავადებებს.

ფეხების ტკივილის მკურნალობა

მსუბუქი დაზიანებებისა თუ ტრავმების შემთხვევაში უმეტესად გამოყენებულია ამბულატორიული მკურნალობა და თაბაშირით იმობილიზაცია.   ზოგჯერ მოტეხილობების ან სხვა მძიმე დაზიანებების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.  მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება ორთოპედიული ფიქსატორები. 

ორთოპედიული პროდუქტები ფეხების ტკივილის დროს 

ფიქსატორების გამოყენება ეფექტურია როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს, თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და დაზიანებული ადგილის იმობილიზაციას. თუ ქვედა კიდურებში განვითარებული დისკომფორტის მიზეზი ტერფებს უკავშირდება, ამ დროს აუცილებელია სუპინატორების ტარება. ეს პროდუქცია გამოიყენება როგორც ბრტყელტერფიანობისა და სხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით, ასევე, უბრალოდ სიარულის/სპორტული აქტივობის დროს. გარდა ამისა, ფეხების  ტკივილი ხშირად ვარიკოზს უკავშირდება.  ეს არის ვენების დაავადება, რომლის პირველი ნიშანი - ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ, დღის ბოლოს, ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნებაა. ამ დროს ეფექტურია კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება. უმაღლესი ხარისხის ამ ორთოპედიული პროდუქტების დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიები თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს, ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ მეთოდით, ვებგვერდზე შესყიდვის სერვისიც.