რა არის ანტიემბოლიური წინდა?

ანტიემბოლიური წინდა სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთია, რომელსაც ადამიანები ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებისა და ქირურგიული ჩარევების დროს იყენებენ. ეს პროდუქტი, ძირითადად, თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის ინიშნება სპეციალისტის მიერ, რადგანაც ანტიემბოლიური წინდა სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. სისხლის შემადედებელი პრობლემები თითქმის უსიმპტომოდ ვითარდება ორგანიზმში, შესაბამისად, ამ დაავადების ადრეულ პერიოდში აღმოჩენა და მასზე წინასწარ რეაგირება საკმაოდ რთულია. თრომბის წარმოქმნა სისხლძარღვებში ერთი შეხედვით უვნებელი მდგომარეობაა, მაგრამ რეალურად, მათ სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ. ასეთია, მაგალითად, იშემიური ინსულტი, გულის ინფარქტი და ფილტვების ემბოლია. მისი ტარება ეფექტურია ვარიკოზის დროსაც, რადგანაც ანტიემბოლიური წინდები ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
როდის უნდა გამოვიყენოთ ანტიემბოლიური წინდა?
ანტიემბოლიური წინდა ქვედა კიდურებს თრომბის წარმოქმნისა და ვარიკოზული ვენების განვითარებისგან იცავს. ეს პროდუქტი უნივერსალურია, მას გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. თუ ფეხის სიწითლე, შეშუპება, ყრუ ტკივილი სიარულისას ან ვენების გაფართოვება შეამჩნიეთ - მაშინ ამ პროდუქტის გამოყენების საჭიროება ნამდვილად გაქვთ. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ, პირველ რიგში, მიაკითხოთ ექიმს და მისი მითითების შესაბამისად შეიძინოთ წინდა. ანტიემბოლიურ წინდებს, ძირითადად, იყენებენ:
● ოპერაციამდე პერიოდში;
● ოპერაციის დროს;
● პოსტოპერაციულად;
● ორსულობის დროს;
● მშობიარობის დროს;
● მშობიარობის შემდეგ;
● მწოლიარე პაციენტებთან;
● ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
რაც შეეხება მისი გამოყენების წესებს - რეკომენდებულია, რომ წინდები ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ ანტიემბოლიური წინდის ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება.
რა ტიპის ანტიემბოლური წინდები არსებობს?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ანტივარიკოზულ წინდებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსას/MorsaCyberg, მედივასა/Mediva და ბერგერის/Berger წინდებს შეხვდებით.
ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - სამედიცინო დანიშნულების წინდაა, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე მას გამოიყენებენ ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. ანტი-თრომბოემბოლიური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა საქართველოს მასშტაბით 13 მაღაზიაში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. გამოწერა ხდება ასევე ონლაინ რეჟიმში კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ. „ახალი ხედვის“ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.