რა იწვევს ბრტყელტერფიანობას?
ბრტყელტერფიანობა შეიძლება, დამოუკიდებელი დაავადება იყოს ან განვითარდეს ტორსისა და ქვემო კიდურების დეფორმაციის გამო. ეს პრობლემა შესაძლოა, ტრავმას უკავშირდებოდეს ან ნერვული სისტემის დაზიანებამაც გამოიწვიოს. ბრტყელტერფიანობა ტერფის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციაა, რომელიც ყველაზე გავრცელებული მოზარდებშია. ასაკის მატებასთან ერთად, ეს პრობლემა პროგრესირებას განიცდის და ხშირად ხერხემლის სხვადასხვა სახის დეფორმაციას იწვევს. ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
● ტრავმა - გამოწვეული ძვლების არასწორი შეხორცებით ან სახსრის დაზიანებით.
● ისეთი პროფესიები, რომლებიც დიდხანს თქვენს ფეხზე ყოფნას მოითხოვს- ამ დროს დიდია ზეწოლა ტერფებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც გადავიღლებით 5-10 წუთი დავასვენოთ ტერფები, გავიხადოთ ფეხსაცმელი და გავაკეთოთ ვარჯიშები. ასევე, ძალიან დადებითად მოქმედებს ფეხშიშველი სიარული უსწორმასწორო ზედაპირზე-ქვიშაზე, კენჭებზე, ან თუნდაც სახლის პირობებში, იმიტირებულ უსწორმასწორო ზედაპირზე.
● არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი - სწორად შერჩეული ფეხსაცმელი უზრუნველყოფს ტერფის ნორმალურ ყრდნობას როგორც დგომის, ასევე სიარულის დროს. როდესაც ბავშვი ფეხს იდგამს, უნდა ეცვას მაღალყელიანი, რბილი ტყავისგან შეკერილი, ფართოცხვირიანი და დრეკადლანჩიანი ფეხსაცმელი. პატარა ბავშვის ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 1-1.5 სმ უნდა იყოს, მოზრდილის – 2-4 სმ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით საჭიროა დროულად ჩატარდეს ბრტყელტერფიანობის კვლევა. დიაგნოზი 3-4 წლის ასაკში ისმევა, ხოლო ტერფის თაღი ჩამოყალიბებას 2-3 წლის ასაკში იწყებს. ასე რომ, მშობლებმა ამ პრობლემას ადრეული ასაკიდან უნდა მიაქციონ ყურადღება და დროულად მიმართონ სპეციალისტს. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებელს სთავაზობს პლანტოგრაფიას, რაც მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას. ტერფის დიაგნოსტიკას ახდენს უახლესი თაობის იტალიური Diassu-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ამის საფუძველზე, კი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის შესაძლებელია სპეციალური ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება, რაც ბრტყელტერფიანობის და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. გარდა ამისა, კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მყარ და სილიკონის მზა, სტანდარტულ სუპინატორებს სთავაზობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ფეხის სტაბილურობის შენარჩუნებას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. მისი ჩაღრმავებული ქუსლი კი უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. სუპინატორები ადვილად ჯდება სპორტული სტილის დახურულ ფეხსაცმელში და მათი ტარება საკმაოდ კომფორტულია, შესაბამისად, თუ ტერფზე მუდმივად გრძნობთ ტკივილსა და დისკომფორტს - ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება სუპინატორის გამოყენებით. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” ფილიალებში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა, მოქმედებს ონლაინ შესყიდვაც.