რა პრობლემებს იწვევს ბრტყელტერფიანობა?
ტერფი არის სხვადასხვა ანატომიური სტრუქტურის ერთობლიობა, რომელსაც ვერტიკალურ მდგომარეობაში მთელი სხეულის წონა ეყრდნობა. რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იტვირთება და იღლება ხერხემალი და საყრდენი სახსრები. ტერფის დაავადებებს შორის ბრტყელტერფიანობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა - ამ დროს ტერფი დეფორმირდება და ამორტიზაციის უნარს კარგავს. ეს კი ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს. ბრტყელტერფიანობა შეიძლება ტრავმას, სახსრის დაზიანებასა და რაქიტს უკავშირდებოდეს. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა - სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. შეიძლება ეს წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში. გარდა ამისა, ბრტყელტერფიანობის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს:
● არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი;
● ორსულობა;
● პროფესიები, რომლებიც დიდხანს დგომას მოითხოვს;
● სიმძიმეების ტარება.
ხშირად თუ პრობლემა ტერფს სცილდება, გამომწვევ მიზეზად მას საერთოდ არ განიხილავენ, ამიტომ ტერფის დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს - ეს შესაძლოა, სხვა დაავადებების პრევენციის საფუძველი გახდეს. ამისთვის საჭიროა ტერფის კვლევა და დიაგნოსტიკა. ამ პროცესის შედეგად, ზუსტი მონაცემები დგინდება:
● ტერფების დეფორმაციის ხარისხის;
● ტერფის ფორმის;
● ყრდნობის ფართის;
● სიმძიმის ღერძის შესახებ.
ტერფის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და ამ სერვისს კომპანია “ახალი ხედვა” გვთავაზობს. ტერფის კვლევის ახალი მიდგომები სამედიცინო ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ დანერგა და ამ მიმართულებით საქართველოში ლიდერი კომპანიაა. “ახალი ხედვის” კლინიკაში ეს პროცესი ხდება იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა. „ახალი ხედვის“ კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი - ეს კიდევ სწორი დიაგნოზი დასმის წინაპირობაა. ამის შემდეგ, კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორის დამზადებაც არის შესაძლებელი.