რას გულისხმობს ფიზიკური თერაპია?

დღესდღეობით, ფიზიკურ თერაპიას მედიცინაში მრავალმხრივი მიმართულებით იყენებენ. ძირითადად, ეს პროცედურები თავისა და ხერხემლის სერიოზული ტრავმის, ოპერაციის, პროთეზირებისა და ინფექციური დაავადებების შემდეგ ინიშნება. მკურნალობის ეს მეთოდი, ასევე, ეფექტურია ხანდაზმულ ადამიანებში მოტეხილობების პროფილაქტიკისა ან მცირე სპორტული დაზიანებების დროს, როგორიცაა - მყესისა და კუნთების დაჭიმულობა. გარდა ამისა, ფიზიკური თერაპია შეიძლება საჭირო იყოს ზურგის, კისრის ან სახსრების ტკივილის დროსაც. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი ასტიმულირებს ქსოვილების განახლებისა და შეხორცების ეტაპებს, ფიზიკური თერაპიით სარგებლობა ხშირია წელის ტრავმების დროსაც. ფიზიკირი თერაპია მოიცავს: 

ლაზერული გამოსხივება - რეკომენდებულია რევმატოიდული ტკივილების შესამსუბუქებლად, ხერხემლის პათოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული ტკივილის, სახსრების გადატვირთვისა და ნევრალგიის სამკურნალოდ. 

მაგნიტური ველი - ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, ათავისუფლებს ტკივილსა და ანთებას, ასევე, აუმჯობესებს სისხლის ნაკადის მოძრაობასა და ხელს უწყობს ახალი უჯრედებისა და ქსოვილების წარმოქმნას.

ულტრაბგერითი თერაპია -  ინიშნება ანთების საწინააღმდეგოდ და ტკივილის გასაყუჩებლად. გამოიყენება როგორც კუნთებისა და სახსრების ანთების დროს, ისე დეგენერაციული და რევმატული დაავადებებით გამოწვეული დისკომფორტის შესამსუბუქებლად.

ფიზიოთერაპიული მკურნალობა დენის გამოყენებით - რეკომენდებულია ტკივილის შესამსუბუქებლად, რევმატული დაავადებების, კიდურების დაზიანებებისა და კანის ანთების სამკურნალოდ. ელექტროთერაპია, ასევე, გამოიყენება ძვლებისა და სახსრების დეგენერაციული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.

ამ პროცედურების გამოყენება ასევე, ეფექტურია მხრის ტრავმისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე წარმოქნილი დაზიანებების დროს.

ფიზიკური თერაპიის ბენეფიტი

ფიზიკური თერაპია ადამიანებს სერიოზულ სამედიცინო და სოციალურ დახმარებას უწევს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ამ პროცედურების მიზანი თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალუეია. ის შესაძლოა გამოყენებული იქნას:

იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ტრავმის, დაზიანების, რომელიმე დაავადების ან ასაკის გამო გადაადგილება ან ყოფითი საქმეების შესრულება არ შეუძლიათ.

იმ ადამიანებში, ვისაც გაფანტული სკლეროზი ან ართრიტი აწუხებთ - ფიზიკური თერაპია  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.

ისეთი სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანებში, როგორიცაა: ცერემბრალური დამბლა - ამ დროს ფიზიკური თერაპია რეაბილიტაციის ერთ-ერთი ნაწილია და პაციენტებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება. ეს შესაძლოა იყოს კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვა, ფეხით სიარული,  საწოლიდან ეტლში დამოუკიდებლად გადასვლა თუ საგანთა გადაადგილების უნარის გაუმჯობესება. 

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ფიზიკური თერაპიის დაწყებამდე ჩვენი პრობლემა ინდივიდუალურად განვიხილოთ ექიმთან. ამ დროს ფიზიკური თერაპევტი ინდივიდუალურად შერჩეული აქტივობებით ეხმარება პაციენტს ფიზიკური შეზღუდვის დაძლევა-ადაპტაციაში და შედეგიც თავისთავად ნაყოფიერი დგება.