რატომ არის ცუდი ჯანმრთელობისთვის პასიური ცხოვრების რიტმი?

ადამიანების დიდი ნაწილის სამუშაო პროცესი  საათობით ოფისში მუშაობასა და კომპიუტერთან ჯდომას უკავშირდება. ეს კი, რა საკვირველია, სხვადასხვა სახის გართულებას იწვევს. დიდხანს ჯდომის მავნე ზეგავლენა ნებისმიერი ასაკის ადამიანზე მოქმედებს და დროთა განმავლობაში ქმნის ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებს. პასიური ცხოვრების წესი იწვევს როგორც კუნთების, ასევე ძვლებისა და ვენების ტკივილს. უმოძრაობისა  და დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნის დროს ხშირია წელის ტკივილი. წელის ტკივილის დროს რეკომენდებულია სავარძლის ბალიში გამოყენება. არსებობს ასევე ზურგის ბალიში, რომელიც  წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს და დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. ის იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ. დაძაბულ მდგომარეობაში ეკრანთან ყოფნა, ასევე, იწვევს კისრის ტკივილს. ამ დროს, კი კისრის მოსვენებისთვის  და დისკომფორტის  მოსახსნელად საუკეთესო საშუალებაა კისრის გასაბერი ბალიში, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენების დროს. კისრის გასაბერი ბალიშის სასურველ ფორმაზე დარეგულირება და მოხმარება საკმაოდ მარტივია.  გარდა ამისა, პასიური ცხოვრების წესი და საათობით ერთ პოზიაში ყოფნა ზურგის ტკივილის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, განსაკუთრებით, გვერდულად ან  მოხრილი ჯდომა შესაძლოა, ხერხემლის ოსტეოქონდროზის ან რადიკულიტის განვითარების მიზეზი გახდეს. ხანგრძლივად არასწორი ჯდომა ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. ამ დროს ირღვევა ხერხემლის არტერიების ფუნქციონირება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა ტვინში, რაც, რა თქმა უნდა, დისკომფორტის გამომწვევია. 

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების რიტმი?

თუ პასიური ცხორების რეჟიმი თქვენთვის ნაცნობია ეცადეთ, რომ ყოველდღიურად მცირე ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. შეინარჩუნეთ ჯანსაღი ცხოვრების რიტმი და ხანგრძლივი ჯდომის პერიოდში აკეთოთ კისრისა და ზურგის ვარჯიშები. კუნთების გაძლიერება, შესაძლოა, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს სხვადასხვა პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად. გარდა ამისა, ტკივილების შესამცირებლად რეკომენდებულია ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება, რომელთა დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Darco-ს, Bauerfeind-ის, Berger-ის  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას. სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის 13 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში,ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი.