რატომ არის ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის დროულად ჩატარება მნიშვნელოვანი?
ბრტყელტერფიანობა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ნორმალურად მიიჩნევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრევენციული ზომები არ უნდა მიიღოთ. ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით სხეულის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია კუნთებს ასწავლოთ სწორი მოძრაობა. ტერფის თაღი ჩამოყალიბებას 3-4 წლის ასაკში იწყებს, ასე რომ, ყველა ბავშვს 3 წლამდე, რბილი ანუ დრეკადი ტერფი აქვს, რაც ნორმას შეესაბამება. თაღების სრული ფორმიერება კი 9-10 წლის ასაკში სრულდება. ბრტყელტერფიანობის სიმპტომები თავს იჩენს მოზრდილ ასაკში, ამ დროს ხშირია:
● ფიზიკური აქტივობის და შრომისუნარიანობის დარღვევა;
● სიარულის მანერის შეცვლა;
● წონაში მატება.
ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი და ამისთვის კომპიუტერულად ტერფის დიაგნოსტიკაა საჭირო. თანამედროვე ტექნოლოგიები ტერფის კვლევის ახალ მიდგომებს გვთავაზობს. მისი მეშვეობით, დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ:
● ტერფის ფორმის შესახებ;
● სიმძიმის ღერძის შესახებ;
● ყრდნობის ფართის შესახებ;
● ტერფების დეფორმაციის ხარისხის შესახებ.
ჩატარებული ბაროპოდომეტრული კვლევა და პოდოსკანირება ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. ადრეული მკურნალობა, კი სხვა დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს და ზედმეტ გართულებებსაც აგარიდებთ. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებელს სთავაზობს ტერფის პლანტოგრაფიულ კვლევას, რაც მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას - დგომისა და სიარულის პროცესში ხდება ტერფის კომპიუტერული გამოკვლევა. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტირების შემდეგ კი სამ-განზომილებიანი სურათის საფუძველზე მზადდება ტერფზე მორგებული ინდივიდუალური ღაბაში (სუპინატორი). სწორი და დროულად დაწყებული მკურნალობა კი, საუკეთესო შედეგის გარანტიას იძლევა. გარდა ამისა, სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს.