რისთვის გამოიყენება ელასტიური კოლგოტები და ხელის წინდები?
ელასტიური კოლგოტები და ხელის წინდები ეფექტურია მათთვის, ვისაც კიდურებში ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ხელზე ლიმფოსტაზი აწუხებთ. ხშირად გვინახავს კომპრესიული ტრიკოტაჟით დაფარული ორსულების, სპორტსმენებისა და პოსტოპერაციულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების კიდურები. ამ დროს ელასტიური კოლგოტები და ხელის წინდები ვენებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სისხლის შეგუბებას უშლის ხელს. ეს პროდუქტი აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას.
ელასტიურ კოლგოტებსა და ხელის წინდებს მრავალმხრივი დანიშნულებით გამოიყენებენ. მას აქტიურად ატარებენ სპოტსმენები და ორსულები, თუმცა მაინც მათი ძირითადი მომხმარებლები ვარიკოზისა და ლიმფოსტაზის მქონე ადამიანები არიან. ეს პროდუქტი ეფექტურია, როგორც ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ვარიკოზის პრევენციისა და ისეთი ინფექციური დაავადების დროს, როგორიცაა წითელი ქარი. ამ დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში - ეს პროცესი კიდურების არეში შეშუპებასა და ტკივილს ამცირებს. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი ჯანმრთელმა პაციენტებმა 1 თვის განმავლობაში უნდა ატარონ ელასტიური, საპროფილაქტიკო წინდები. ხოლო მათ, ვისაც ლიმფური შეშუპება აქვთ, გაცილებით დიდხანს უხდებათ კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, ლიმფური დრენაჟის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, კომპრესიული წინდები გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნითაც. მოცემული წინდები განსაკუთრებით ეფექტურია ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
სად შევიძინოთ ელასტური კოლგოტები და ხელის წინდები?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი შვეიცარიული ბრენდის, SIGVARIS-ის, ელასტიურ კოლგოტებსა და ხელის წინდებს სთავაზობს. უმაღლესი ხარისხის ხელის წინდა უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში და თერმორეგულაციას წლის ნებისმიერ სეზონზე. ეს პროდუქცია დამზადებულია მაქსიმალურად რბილი, პოლიამიდური ბოჭკოსაგან და საკმაოდ კომფორტულია გამოსაყენებლად. მისი ქსოვილი გამდიდრებულია ანტიბაქტერიული მოქმედების ვერცხლის იონებით - ეს არის უმაღლედი ხარისხის ბუნებრივი მასალისგან დამზადებული პროდუქტი. იგივე შვეიცარიული ბრენდის, SIGVARIS-ის, კოლგოტებია წარმოდგენილი ”ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. ფილიალების გარდა, ამ სამედიცინო საშუალებების ყიდვა ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი.