როგორ ხდება ტერფის დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში”?

 

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის  დამზადების სერვისს სთავაზობს. თავდაპირველად,  ფეხის ტერფის დიაგნოსტიკა უახლესი თაობის Diasu-ს აპარატურის საშუალებით ტარდება. კვლევა ხდება როგორც უძრავ მდგომარეობაში, ტერფის სკანირებით  ასევე, ბაროპოდომეტრიულ ბილიკზე სიარულისას. პედოგრაფია - ტერფის ფუნქციონალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც სწავლობს ტერფის პარამეტრებს სიარულის პროცესში. მიღებული მონაცემების საფუძველზე ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:

ტერფის ფორმა;

თაღის სიმაღლე;

ტერფის ღერძი;

ყრდნობის უბნები;

ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;

ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო.

პედოგრაფიის შედეგებით ფასდება ტერფის მდგომარეობა, ექიმი კი იღებს გადაწყვეტილებას, როგორი სახის ღაბაში სჭირდება პაციენტს, ინდივიდუალური,  მზა თუ სტანდარტული. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია, რადგან ის მაქსიმალურად ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის სამედიცინო პრობლემას - რაც თავისთავად ეფექტურ შედეგს გულისხმობს.   მყარი და  სილიკონის მზა სუპინატორების საკმაოდ დიდი არჩევანია კომპანია  „ახალი ხედვის“ მაღაზიებში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). ის  ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.

საბავშვო ორთოპედიული ღაბაში „GloboTec„ ასწორებს ფეხის თაღს და გამოიყენება ბავშვებში ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში. პროდუქტი უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას.

ფოლადის ჩასაფენი - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

გარდა ამისა, სუპინატორის გამოყენება ვენებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებასაც აქრობს. მისი ზედაპირი დამზადებულია ანტი-ალერგიული და ანტიბაქტერიული მასალისგან, ამიტომ ის მთელი დღის განმავლობაში ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეგიძლიათ, რომ გამოიყენოთ. მათი შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სასურველი მოდელის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც ხელმისაწვდომია. ამისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.