როგორ უნდა ვუმკურნალოთ ბრტყელტერფიანობას?
ბრტყელტერფიანობა მთელ მსოფლიოში ტერფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მისი გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. ამ დაავადების დროს ადამიანი ხანგრძლივი სიარულისას ძლიერ დაღლასა და ტკივილს განიცდის ტერფის არეში. ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი დეფორმაციას იღებს და ამორტიზაციის უნარსაც კარგავს. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
-
ტკივილი;
-
დაღლა;
-
სიმძიმის შეგრძნება;
-
დისკომფორტი კოჭ-წვივის სახსარში.
იქიდან გამომდინარე, რომ ტერფის პრობლემები შესაძლოა ხერხემლის გამრუდების, ვენური უკმარისობის ან სხვა გართულებების მიზეზი გახდეს, სათანადო დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა დროულად უნდა ჩატარდეს.
ბრტყელტერფიანობის კვლევა და დიაგნოსტიკა
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ კლინიკა მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია უმაღლესი ხარისხის იტალიური აპარატურით ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების ულტრასენსორული აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რომელიც იძლევა სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას, რის შემდეგაც მზადდება ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში, ინდივიდუალური ღაბაშების გამოყენება კი უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის.
მკურნალობის მეთოდები
ბრტყელტერფიანობის მკურნალობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც მკურნალობის დროს სრული ბრტყელტერფიანობა ნაწილობრივში გადადის. შეიძლება ადამიანს არანაირი ჩივილი აღარ ჰქონდეს, მაგრამ თუ სპეციფიური ჩივილი აქვს, მაშინ, მან ორთოპედიული სუპინატორი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის სამკურნალოდ და აფიქსირებს ფეხს ანატომიურ მდგომარეობაში. გარდა ამისა, სუპინატორები ამცირებს ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნებას. მათი დიდი არჩევანია კომპანია „ახალ ხედვაში“. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - ბაუერფეინდის/Bauerfeind, მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ორთოპედიულ ღაბაშებს. კომპანია მომხმარებლებს მყარ და სილიკონის სუპინატორებს “ახალი ხედვის” 13 ფილიალში სთავაზობს. ასევე კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი, შეკვეთას კი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უმოკლეს ვადაში საკურიერო თუ საფოსტო მომსახურებით მიიღებთ.