შლატერის სამუხლე - “ახალი ხედვის” მაღაზიებში

 

შლატერის სამუხლე სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. შლატერის დაავადება საკამოდ გავრცელებულია მოზარდებში. განსაკუთრებით, მათში ვინც ერთიანად მოიმატეს სიმაღლეში და ძვლების, კუნთებისა და მყესების ზრდის პროცესი არ დაემთხვა ერთმანეთს. მოზარდების გარდა, რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან სპორტსმენებიც, რომლებიც ხშირად იღებენ ტრავმებს სპორტული აქტივობების დროს. შლატერის გამომწვევი მიზეზებია: 

  • ძვლის და ხრტილის ანთება;
  • მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა;
  • დაზიანება.

შლატერის სამუხლე და ბენეფიტები

მუხლის ტკივილი ხშირია, რადგან საკმაოდ დატვირთული სახსარია.  ეს პრობლემა შესაძლოა სხვადასხვა დაზიანების გამო გაჩნდეს - მათ შორის ხშირია შლატერი.  მუხლის უმოძრაოდ გაჩერება, კი  ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად ეხმარება პაციენტს. სწორედ ამიტომ მომხმარებლები ამ დროს ხშირად სარგებლობენ შლატერის სამუხლით. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს კვირისტავის მყესის ფიქსაციას დამატებითი სილიკონის ბალიშით. შლატერის დამცავი ხელს უწყობს:

  • ტკივილის შემსუბუქებას;
  • დაზიანებული ადგილის იმობილიზაციას;
  • მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება.

როგორ შევარჩიოთ შლატერის სამუხლე

შლატერის მკურნალობის დროს ტკივილის თავიდან ასარიდებლად სპორტსა და გადაჭარბებულ ვარჯიშს უნდა მოერიდოთ. ასევე საჭიროა თავის შეკავება მუხლის ძლიერი მოხრისგან. მკურნალობის პროცესში პაციენტები იღებენ მედიკამენტებს, ასრულებენ დაჭიმვით ვარჯიშებსა და იყენებენ მუხლის ფიქსატორებს.  განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

მუხლის მყესის დამჭერი - გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.

კვირისტავის მყესის დამჭერი- გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.

მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.

შლატერის სამუხლის გამოყენების დრო დამოკიდებულია  პაციენტის მდგომარეობაზე, შესაძლოა მისი ტარების საჭიროება მხოლოდ  რამდენიმე დღე იყოს. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს პერიოდი რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს. 

სად შევიძინოთ სამუხლეები შლატერისთვის?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მუხლის ფიქსატორებს სთავაზობს.  უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი. საქართველოში სამედიცინო ჯგუფი  "ახალი ხედვა" 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში საფირმო ფილიალებით არის წარმოდგენილი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.