სქოლიოზის კორსეტი - ხერხემლის გამრუდების მკურნალობა
სქოლიოზის კორსეტებს ადამიანები ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამ დაავადების პირველადი ნიშნები არსებობს და ხერხემალი გამრუდებულია. იქიდან გამომდინარე, რომ სქოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება, ხერხემლის დეფორმაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა - ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მათ ადამიანები გამოიყენებენ როგორც პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესში, ასევე ხერხემლის სტაბილიზაციისა და ზურგის ტკივილის შემცირების მიზნით. მათი დანიშნულება მხრების განზიდვა, ხერხემლის სვეტის ანატომიურ მდგომარეობაში დაფიქსირება და ნორმალურ პოზიციაში ტორსის შენარჩუნებაა - ეს კი ხსნის მოხრილობით გამოწვეულ დისკომფორტს.
როგორ შევარჩიოთ სქოლიოზის კორსეტი?
სქოლიოზის მკურნალობა არ არის მარტივი პროცესი და სწრაფად ამ პრობლემასთან გამკლავება რთულია. ვადები განისაზღვრება დეფორმაციის ხარისხისა და დაავადების სიმძიმეზე. მას ძირითადად ფიზიკური აქტივობებით - ცურვით, მასაჟებითა და სპეციალური ვარჯიშებით მკურნალობენ. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენება სქოლიოზის კორსეტები, რომლებიც დაავადების განვითარების პრევენციას ახდენს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ხერხემლის(გულმკერდ-წელის) კორსეტი - Morsa Cyberg/მორსას ბრენდის კორსეტი ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაშიც მას მთელ სიგრძეზე არსებული მეტალის ჩანართები ეხმარება. ისინი დამატებით საყრდენს ქმნიან ხერხემლისთვის და მის მაქსიმალურ სტაბილიზაციას უზრუნველყოფენ.
● ზურგის კორსეტი - გამოიყენება სქოლიოზისა და ხერხემლის სხვა დეფორმაციები მკურნალობისა და პროფილაქტიკის პროცესში. დამატებითი პლასტმასის ჩანართები და ღვედი აფიქსირებს ხერხემალს და ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას. იღლიაში არსებული ბალიშები ხელს უშლის კანის გაღიზიანებას.
● ხერხემლის კორსეტი - Berger/ბერგერ-ის ბრენდის კორსეტი გამოიყენება ხერხემლის გამრუდების, დაჭიმულობისა ან დაძაბულობის შემთხვევაში. დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. მისი დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები კი აძლიერებს ფიქსაციას.
● მხრების ქამარი - გამოიყენება ხერხემლის დეფორმაციის მარტივი ფორმის დროს, მხრების განზიდვის, ზურგის კუნთების მოსვენებისა და განტვირთვის მიზნით. ქამარი დამზადებული ნეოპრინის ჰაერგამტარი მასალისგან და ძალიან კომფორტულია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.
სად შევიძინოთ სქოლიოზის კორსეტი?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა საქართველოს ოთხ რეგიონში სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის 12 ფილიალი თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარეობს. გარდა ამისა, სასურველი ნივთის შერჩევა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ.