სუპინატორის შეკერვა
კომპანია “ახალი ხედვა” საქართველოში წარმოდგენლია ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრის სამი ფილიალით, სადაც ტერფის კომპიუტერული კვლევა უახლესი თაობის Diasu-ს აპარატურით ტარდება. დიაგნოსტიკა მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას, რაც მოძრავ და უძრავ მდგომარეობაში ტერფის ბიომექანიკის შეფასების საშუალებას გვაძლევს. კვლევის შემდეგ იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რის საფუძველზეც ხდება სუპინატორის შეკერვა. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენებას უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან ის თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე - პრობლემების შესაბამისად იქმნება. სუპინატორი ბრტყელტერფიანობის დროს გამოწვეულ ტკივილს ამცირებს და აუმჯობესებს ტანადობას. სუპინატორების გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიური მოხმარებისთვისაც.
ინდივიდუალური სუპინატორის შეკერვა კომპანია “ახალ ხედვაში”
სუპინატორი ყოველდღიური გამოყენების სამედიცინო დანიშნულების მქონე პროდუქტია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მომხმარებელი ჰყავს. პაციენტები არჩევენ როგორც მზა ღაბაშებს ასევე, სარგებლობენ სუპინატორის შეკერვის სერვისითაც. ინდივიდუალური სუპინატორი:
● სიარულის კორექციას უზრუნველყოფს;
● ტერფის არასწორი ფუნქციით გამოწვეულ პრობლემებს აწესრიგებს;
● ახდენს თაღის კორექციას;
● უზრუნველყოფს ტერფის სტაბილიზაციას.
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის დამზადების სერვისს სთავაზობს. ღაბაშის დამზადება ტერფის ბაროპოდომეტრიისა და პოდოსკანირების შედეგად მიღებული ტერფის სამგანზომილებიანი სურათის საფუძველზე ხდება. ბაროპოდომეტრი მაღალი რეზოლუციის მქონე პლატფორმაა, რომელიც ტერფის მდგომარეობას დინამიკაში – სიარულის დროს იკვლევს, პოდოსკანირების დროს კი ხდება ტერფის კომპიუტერული სკანირება სტატიკურ მდგომარეობაში. აღნიშნული პროცედურა ანუ პლანტოგრაფია ტერფის დეფორმაციების, თაღის მდგომარეობის, ზომებისა და გადახრის კუთხეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება ტერფის მდგომარეობა და განისაზღვრება შესაბამისი დიაგნოზი. კვლევის ბოლოს იკერება ინდივიდუალური სუპინატორი, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე, გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. კვლევისა და ინდივიდუალური სუპინატორის შეკერვის გარდა, “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მყარი და სილიკონის მზა ღაბაშებსაც დიდ არჩევანს ორთოპედიულ მაღაზიებშიც სთავაზობს. მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა გერმანული ბრენდის, Bauerfeind-ის, ორთოპედიული სუპინატორი Comfort Business B-200. ამ მოდელს ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. ზოგადად, სუპინატორი ვენებში სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებას აქრობს.