სუპინატორის შერჩევა
სუპინატორების სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან სუპინატორის დანიშნულება ტერფზე არსებული სხვადასხვა პრობლემის მკურნალობა, რეაბილიტაცია და თანმხლები გამომწვევი დაავადებების პრევენციაა. გარდა ამ ჩამონათვალისა, ამ პროდუქტს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ტერფის არეში ტკივილის შემსუბუქება, თაღის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნება, ტერფის სტაბილიზაცია და ტერფზე ზეწოლის სწორი გადანაწილებაა. ბრტყელტერფიანობის გარდა, ეს პროდუქტი ეფექტურია ისეთი დაავადებების დროსაც, როგორიცაა:
● მაღალი თაღი;
● ვალგუსური და ვარუსული ტერფი;
● საყრდენი სახსრების პრობლემები;
● დიაბეტური ტერფი;
● ქუსლის დეზი;
● აქილევსის მყესის დაზიანება;
● ტერფის პათოლოგიები.
სუპინატორები სიარულის კორექციას უზრუნველყოფს და ტერფის არაანატომიური ფუნქციონირებით გამოწვეულ პრობლემებს აწესრიგებს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები მას სხვადასხვა მიზნით ატარებენ ამ პროდუქტით სარგებლობის პერიოდიც ინდივიდუალურია და მისი წინასწარ განსაზღვრა რთულია. თუ სუპინატორის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით გსურთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სილიკონის სუპინატორები, რომლებიც ტერფზე დატვირთვას ამცირებს და ამსუბუქებს ტკივილისა და გადაღლის შეგრძნებას. თუ უკვე გამოხატული ბრტყელი ტერფი გაქვთ, ექიმი მყარ სუპინატორს შეგირჩევთ, რათა სუპინატორმა მოახდინოს თაღის სტაბილიზაცია და სიარულისა და ფიზიკური აქტივობის პროცესი უფრო კომფორტული იყოს თქვენთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი სუპინატორის სწორად შერჩევა?
სუპინატორი აუცილებლად უნდა შეირჩეს სწორად - ინდივიდუალურად, პაციენტის პრობლემის შესაბამისად, რათა გამოყენების პროცესი იყოს როგორც ეფექტური, ასევე კომფორტული თქვენთვის. ამ პროდუქციის ფართო არჩევანია სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვაში“. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - ბაუერფეინდის/Bauerfeind, მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ორთოპედიულ სუპინატორებს.
განვიხილოთ სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” რამდენიმე მზა სუპინატორი:
● სილიკონის სიგრძივი დამჭერი ( წებოვანი) - გამოიყენება ბრტყელი ტერფის დროს. დამზადებულია სამედიცინო სილიკონისგან. გადაკრული აქვს რბილი ქსოვილი.
● სილიკონის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის სამკურნალოდ და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
● სუპინატორი B-300 (Redux Heel-2) - აფიქსირებს ფეხს ანატომიურ მდგომარეობაში. მისი მოხმარების შედეგად შეგიმსუბუქდებათ ტკივილი ქუსლის არეში მოძრაობის დროს. გამოიყენება როგორც ბრტყელი ტერფის, ასევე ქუსლის დეზის დროს. დამზადებულია კაუჩუკისა და სილიკონის მასალისგან
თუ თვლით, რომ თქვენთვის ინდივიდუალური სუპინატორის დამზადებაა საჭირო, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის დამზადების სერვისს სთავაზობს.