ვენების ფართოდ გავრცელებული დაავადებები

ვენური დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ის მოზრდილი მოსახლეობის დიდ ნაწილს აღენიშნება და უფრო ხშირია ქალებში. ყველაზე ხშირად ვენური უკმარისობა გამოწვეულია სისხში კოლტების არსებობის ან ვარიკოზული ვენების გამო. ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლი მიედინება კიდურებიდან გულისაკენ – ქვევიდან ზევით. ვენებში არსებული სარქველები, კი ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა კი, იწვევს ვენების გაფართოებას. ვენების დაავადებას ხშირად ცხოვრების წესი იწვევს. შესაბამისად, მეტი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროფესიების გამო დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა. ვენური დაავადება პროგრესირებადი მდგომარეობაა. ადრეულ ეტაპზე ის მხოლოდ სიმპტომებით გამოვლინდება კლინიკური ნიშნების გარეშე. ვენების ფართოდ გავრცელებული დაავადებების სიმპტომებია:
● ტკივილი;
● შეშუპება;
● სიმძიმე ქვედა კიდურებში;
● ქავილი და წვის შეგრძნება.
შემდეგ ეტაპზე ჩნდება ვიზუალური გამოვლინებები, მოგვიანებით კი - ვარიკოზული ვენები. მომდევნო სტადიაზე ხშირია ქვედა კიდურების შეშუპება, შემდეგ - ცვლილებები კანზე. ვარიკოზის გამომწვევ უამრავ მიზეზს შორის გენეტიკისა და სხვადასხვა დაავადების როლი საკმაოდ დიდია. გარდა ამისა, ამ ვარიკოზის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს პროფესიათა უმრავლესობაც, რომლებიც დიდხანს დგომას ან ჯდომას მოითხოვს. ეს, ძირითადად, ეხებათ : ქირურგებს, მასწავლებლებს, მძღოლებსა და მკერავებს. რაც შეეხება დაავადებებიდან წარმოქმნილ ვენების პრობლემებს - ეს შესაძლოა იყოს:
● მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთების ან სიმსივნის დროს თეძოს ვენებზე ზეწოლა, რაც პერიფერიულ ვენურ სისტემაში შეგუბებას განაპირობებს.
● ოპერაციის ან მშობიარობის დროს თეძოს ვენების თრომბოზის განვითარება, რომელიც განსაკუთრებით - ღრმა ვენებში შეგუბებით მოვლენებს განაპირობებს.
ვენების სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის მიზნითა და სამკურნალოდ ვარიკოზის გეტრები გამოიყენება. ამ პროდუქტების ფართო ასორტიმენტი წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში”. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ვარიკოზული ვენების წინდა მუხლამდე - გამოიყენება ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით. საუკეთესოდ უზრუნველყოფს თერმოიზოლაციას.
● კომპრესიული წინდა მუხლამდე - გამოიყენება ვენების მსუბუქი ხარისხის დაზიანების დროს. სამედიცინო დანიშნულების წინდა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს. გამოიყენება ასევე, პროფილაქტიკისთვის და მისი შეძენა ექიმის დანიშნულების გარეშეც შეგიძლიათ.
● ანტითრომბული წინდები - ქვედა კიდურებს ვარიკოზული ვენების განვითარებისგან იცავს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
აღნიშნული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. კომპანიის ვებგვერდზე დარეგისტრირების შემთხვევაში, კი პროდუქტის გამოწერაც ხელმისაწვდომია. შერჩეულ სამედიცინო ნივთს კონსულტანტი უმოკლეს ვადაში ადგილზე მოგაწვდით.