ხერხემლის პრობლემები
ხერხემლის პრობლემებს იწვევს როგორც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დაავადებები, ასევე, არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ზოგადად, ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის რთული და მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ფორმირება ორგანიზმის მთელი ზრდისა და განვითარების მანძილზე მიმდინარეობს და 20-დან 22 წლის ასაკამდე სრულდება. ხერხემლის პრობლემებს შორის ყველაზე გავრცელებულია - სქოლიოზი რომელიც მალების დეფორმაციით, მყესებისა და კუნთების სტრუქტურული ცვლილებებით მიმდინარეობს. ტანდეგობის დარღვევა კი კუნთების ტონურ-ძალოვანი დისბალანსით არის განპირობებული. გარდა ამისა, ხერხემლის ტკივილს იწვევს ისეთი პრობლემები, როგორიცაა:
● მალთაშუა დისკის თიაქარი - ხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზია, მალთაშუა დისკის თიაქარი კი მისი ერთ-ერთი გართულება. ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმამ, ინფექციებმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს. ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა.
● კუზი - მკვეთრად გამოხატული გულმკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მალთაშუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი, სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.
● ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.
მკურნალობის პროცესები
ხერხემლის მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია სპეციალური ვარჯიშების გაკეთება, ფიზიოთერაპია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ასევე, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების დროს ადამიანების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. მათ მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების მქონე უმაღლესი ხარისხის ზურგის ფიქსატორები. ეს პროდუქცია აფიქსირებს წელის ან მთლიანად ზურგის არეს, ამცირებს დატვირთვას მასზე და შესაბამისად ხსნის შემაწუხებელ დისკომფორტს. ხერხემლის კორსეტი - მთელ სიგრძეზე არსებული მეტალის ჩანართებისა და დამატებითი ღვედების საშუალებით აფიქსირებს ხერხემალს. გამოიყენება სქოლიოზის, კიფოზის, მრავლობითი თიაქრისა და მალების მოტეხილობის დროს. მატყლის წელის კორსეტი - ინარჩუნებს სითბოს წელის არეში, რაც ცივ ამინდებში წელის ტკივილის გამწვავებისა და ანთებითი პროცესების პროვოცირებისგან დაგიცავთ. წელის კორსეტი პლასტმასის ჩანართით - აფიქსირებს წელის არეს. გამოიყენება ხერხემლის თიაქრისა და ოსტეოქონდროზის დროს. ის ასევე, იცავს წელის არეს ფიზიკური დატვირთვის დროს. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა საქართველოს სამ რეგიონში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 მაღაზიაში სთავაზობს. მათი შეძენა ხდება ონლაინ რეჟიმშიც, ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველი ნივთის შერჩევას და გამოწერას მარტივად შეძლებთ. კურიერი კი მას ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით.