ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტები
„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზია უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ პროდუქტებს აერთიანებს. ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს და მთელი საქართველოს მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. ორთოპედიულ პროდუქტებს მომხმარებლები, ძირითადად, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციისა და დაზიანებების მკურნალობის ან შესაბამისი დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ. ამ პროდუქციის მიმართ მოთხოვნილება ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდია, თუმცა საქართველოში ყველაზე აქტიურად გამოიყენება: ფიქსატორები, წელის კორსეტები, ვარიკოზის მოვლის საშუალებები, ბალიშები და სუპინატორები.
სუპინატორები
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სთავაზობს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს, რომლებიც ბრტყელტერფიანობისა და ფეხის სხვა პათოლოგიების დროს გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის კლინიკაში ხდება ტერფის სრული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც. ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე სუპინატორები თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.
ანტივარიკოზული გეტრები
სამედიცინო მაღაზიებში “ახალ ხედვას” Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის ანტივარიკოზული გეტრები აქვს წარმოდგენილი. ეს პროდუქტი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს, წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ფეხებში კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. ანტივარიკოზული გეტრები ასევე ვარიკოზის დროს შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. კომპრესიული წინდები ასევე გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
წელის ქამრები
წელის ქამრები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება. წელის ქამრები ხელს უწყობს ხერხემლის არეში დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. მათ შორისაა ხერხემლის თიაქრის ქამრებიც, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის ჩანართები და უზრუნველყოფენ დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციას.
ორთოპედიული ბალიშები
ორთოპედიულ ბალიშებს მომხმარებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ორთოპედიული ბალიში სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა და კისრის ტკივილის აღმოფხვრასაც უწყობს ხელს. ასევე ეს პროდუქცია სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ადამიანებს მშვიდად ძილში ეხმარება. გარდა ამისა, კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში ორთოპედიული ბალიშების როლი საკმაოდ დიდია.
შეჯამება
სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის 12 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ორთოპედიული ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით ჩვენი კონსულტანტი მოგაწვდით პროდუქციას, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.