ზურგის ქამრები - შეარჩიეთ სხვადასხვა დანიშნულების
ზურგის ქამრებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. პაციენტები მას წელის სხვადასხვა პრობლემის გამოიყენებენ.
როგორ შევარჩიოთ ზურგის ქამრები
ზურგის ქამრები სხვადასხვა სიგრძისაა, მათ აქვთ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები და დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან. ასევე გვხდება აკრილის კორსეტები, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა და ამიტომ მათ ძირითადად რადიკულიტისა და რევმატული ტკივილის დროს იყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
• ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად არის შესაძლებელი. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს. აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომელიც აძლიერებს ფიქსაციას.
• წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის,ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
• ჰიპერექსტენზიის კორსეტი - ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.
• ლამბოსაკრალური ზურგის კორსეტი - გამოიყენება სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების (მალთა შუა სახსრების) ადგილის დისფუნქციის და სხვ დარღვევების დროს.
როდის არის საჭირო ქამრების გამოყენება?
ზურგის პრობლემები ხელს უშლის ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ პრობლემას ახლავს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
● ტკივილი;
● დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება;
● კუნთების სისუსტე.
ზურგის ქამრები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ზურგის ტკივილის მკურნალობის პროცესში. ისინი არა მხოლოდ ამცირებენ ტკივილს, არამედ ხელს უწყობენ ხერხემლის სწორ ფიქსაციას და სხეულის ამ ნაწილის დატვირთვის განტვირთვას.
როგორ ავირიდოთ ზურგის ტკივილი თავიდან?
ზურგის ტკივილის დროს გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთები. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა, ამ დროს რეკომენდირებულია იოგა, პილატესი და ფეხით სიარული. ასევე, მოერიდეთ დიდხანს ერთ პოზიციაში ჯდომას.