ზურგის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

მიუხედავად იმისა, რომ ზურგის ტკივილს მრავალი მიზეზი აქვს ხშირ შემთხვევაში, დისკომფორტი გამოწვეულია კუნთების დაჭიმვითა და არასწორ პოზაში დიდხანს ჯდომით. ამ პრობლემის უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორი არის არასწორად მოწყობილი სამუშაო გარემო, სმარტფონების საათობით გამოყენება და სიმძიმეების ტარება. ბუნებრივია, რომ ადამიანები პროფესიისა და საქმიანობის შეცვლას ვერ ახერხებენ და პრობლემის გასამკლავებლად სხვა გზებს ეძებენ. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ და ივარჯიშონ ზურგის ტკივილის თავიდან ასარიდებლად. 

რა იწვევს ზურგის ტკივილს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ზურგის ტკივილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებში, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებენ. ხშირად, როდესაც ზურგი გვტკივა, პრობლემას უშუალოდ ხერხემალში ვეძებთ, თუმცა რეალური მიზეზი შესაძლოა გაცილებით მარტივი იყოს: არასწორი სკამი. ხერხემლის მალთაშუა დისკოები ჯდომისას გაცილებით მეტად იტვირთება, ვიდრე დგომის ან სიარულის დროს. ამ დროს ხდება:

  • წნევის არათანაბარი განაწილება - არასწორი პოზისას წნევა ძლიერდება წელის ან კისრის ნაწილზე, რაც იწვევს კუნთების დაჭიმვას და სპაზმს.
  • ზურგის კუნთების დასუსტება - ცუდი საყრდენის გამო, ზურგის კუნთები დუნდება, რის გამოც ტვირთი მთლიანად ხერხემალზე გადადის.
  • წინ გადახრა და კისრის დაძაბვა - თუ სკამის სიმაღლე არ ემთხვევა მაგიდის სიმაღლეს, იძულებული ხართ წინ დაიხაროთ, რაც ზრდის დატვირთვას კისრის მალებზე და მხრის სარტყელზე.

ზურგის ტკივილის მთავარ გამომწვევ მიზეზებად სახელდება: 

ბავშვებსა და მოზარდებში ზურგის ტკივილის მიზეზები

ბავშებსა და მოზარდებში ზურგის ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელი და ამავე დროს საყურადღებოა.  ამ დროს რთულდება სკოლის ჩანთის ტარება, სპორტული აქტივობა და დიდხანს ჯდომა სასწავლო პროცესის დროს. ბავშვებში ზურგის ტკივილის მიზეზები ხშირად ხდება:

  • კუნთების დაჭიმულობა - შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სასკოლო ჩანთამ, სპორტულმა აქტივობამ ან უეცარმა მოძრაობამ.
  • არასწორი პოზა - კომპიუტერთან ან ტელეფონთან დიდხანს ჯდომა არაბუნებრივ მდგომარეობაში ხშირად ხდება ზურგის ტკივილის მიზეზი.
  • სწრაფი ზრდის პერიოდი -  სიმაღლის მატების დროს კუნთები და მყესები შესაძლოა ვერ დაეწიოს ძვლების ზრდას, რაც იწვევს დისკომფორტს.

ზურგის ტკივილის ტიპები

ზურგის ტკივილს განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს:

  • მწვავე ტკივილი - უეცარი ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. ხშირად დაკავშირებულია ტრავმასთან, კუნთის დაჭიმვასთან ან მძიმე საგნის არასწორად აწევასთან.
  • ქვემწვავე ტკივილი - გრძელდება 4-დან 12 კვირამდე და საჭიროებს დაკვირვებას, რომ არ გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში.
  • ქრონიკული ტკივილი - გრძელდება 12 კვირაზე მეტხანს, მაშინაც კი, როდესაც პირველადი ტრავმა ან მიზეზი უკვე გამოსწორებულია. ხშირად საჭიროებს კომპლექსურ მკურნალობას.

ასევე, ტკივილი ლოკალიზდება ზურგის სხვადასხვა არეში:

  • კისრის არე - ტკივილი ხშირად გამოწვეულია არასწორი ჯდომით (მაგალითად, კომპიუტერთან), სტრესით ან კუნთების დაძაბულობით.
  • გულმკერდის არე -  შედარებით იშვიათია, რადგან ხერხემლის ეს ნაწილი ნაკლებად მოძრავია. ხშირად უკავშირდება არასწორ პოზას ან ნეკნთაშუა ნევრალგიას.
  • წელის არე - ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ვინაიდან წელზე მოდის სხეულის მთელი დატვირთვა.
  • კუდუსუნის არე - ტკივილი ხერხემლის ყველაზე ქვედა ნაწილში, რომელიც ხშირად ჯდომისას ძლიერდება.

როგორ მივხვდეთ, რომ პრობლემა სერიოზულია?

იმის გარკვევა, თუ როდის არის ზურგის ტკივილი უბრალო დაღლილობის შედეგი და როდის სერიოზული სამედიცინო პრობლემის ნიშანი, ხშირად ძალიან რთულია. თუმცა, არსებობს გარკვეული ნიშნები, რომ ორგანიზმში რაღაც უფრო სერიოზული ხდება და ექიმთან ვიზიტი აღარ უნდა გადაიდოს. ზურგის ტკივილი საყურადღებოა:

  • თუ ტკივილი მხოლოდ ზურგის არეში არ არის და გადადის კიდურებში, ეს ნერვული ფესვების კომპრესიაზე მიანიშნებს. 
  • ფეხის ან ხელის სისუსტე - მაგალითად, თუ სიარულისას ფეხი გერევათ, გიჭირთ ქუსლზე ან თითებზე დადგომა, ან საგნების ხელში ჭერა.
  • დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება - ძლიერი დაბუჟება დუნდულების, ბარძაყების ან ტერფების არეში.

ზურგის ტკივილის მკურნალობა

ვისაც ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებაა. ჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად წელის ქამრები ადამიანებს ზურგის არეში არსებულ ტკივილს უმსუბუქებს და ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც ზურგის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად  არის შესაძლებელი.   ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს.გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს. აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომელიც აძლიერებს ფიქსაციას.
  • წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან,აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის,ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
  • ჰიპერექსტენზიის კორსეტი - ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.

ორთოპედიული ქამრების ფართო არჩევანს გვთავაზობს კომპანია “ახალ ხედვა”. მათი მრავალფეროვანი არჩევანი სამედიცინო მაღაზიებში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. ისინი განსხვავდება როგორც ბრენდისა და ზომის, ასევე  ქსოვილისა და ფასის მიხედვით.

როგორ ავიცილოთ თავიდან ზურგის ტკივილი?

გთვაზობთ, რჩევებს სწორად ზურგის ტკივილის თავიდან ასაცილებლად:

  • ყოველთვის დაჯექით კომფორტულ პოზაში;
  • გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები;
  • შეარჩიეთ ძილის სწორი პოზა;
  • გამოიყენეთ შესაბამისი ორთოპედიული პროდუქტები;
  • გაიარეთ ფიზიკური თერაპია.

ასევე, თუ თქვენი პროფესია დიდხანს ჯდომას უკავშირდება და საათობით გიწევთ სამუშაო მაგიდასთან დროის გატარება:

  • სკამის საზურგე -  უნდა უზრუნველყოფდეს წელის ბუნებრივი მრუდის (ლორდოზის) მხარდაჭერას, რათა ზურგი არ დამრგვალდეს.
  • საზურგის რეგულირება  - უნდა გქონდეთ საზურგის დახრის კუთხის შეცვლის საშუალება. ზურგის ტკივილის დროს რეკომენდებულია 100°-110° დახრა. 
  • სახელურები - უნდა იყოს რეგულირებადი სიმაღლით, რათა იდაყვები კომფორტულად მოთავსდეს 90°-იან კუთხეში, კისრის დაძაბვის გარეშე.
  • დასაჯდომი ნაწილიარ უნდა იყოს მეტისმეტად გრძელი, რათა მუხლების უკან გარკვეული მანძილი დარჩეს სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად.
  • ზურგის ტკივილის დროს გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთები. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა, ამ დროს რეკომენდირებულია  იოგა,  პილატესი და ფეხით სიარული.