ფეხსაცმლის ჩასაფენი - საუკეთესო არჩევანი “ახალ ხედვაში”

ფეხსაცმლის ჩასაფენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რადგან პრობლემები ტერფზე მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს და მას ძირითადად ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენებენ. ბრტყელტერფიანობა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა, ეს პრობლემა განსაკუთრებით მოზარდებში იჩენს თავს, ამიტომ სკოლის ასაკიდან მშობლებმა აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ზრდა-განვითარებას, რადგან ამ დაავადების მკურნალობა მოზარდობის პერიოდში უფრო ეფექტურია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში.
რისთვის არის საჭირო ფეხსაცმლის ჩასაფენი?
ფეხსაცმლის ჩასაფენი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად ამავე ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს თაღის კორექციას, ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, კორექტირდება. განვიხილოთ თუ რისთვის არის საჭირო ფეხსაცმლის ჩასაფენი?
● ყოველდღიური მოხმარებისთვის - თუ ხშირად გეღლებათ ფეხი ან ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობთ, შეგიძლიათ გერმანული პრემიუმ ბრენდის, Bauerfeind-ის მყარი სუპინატორი გამოიყენოთ. ის ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შექმნილი, მისი მოთავსება კი კლასიკურ ფეხსაცმელში შეგიძლიათ. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას. არის ანტიალერგიული და დაფარულია სპეციალური მასალით, რომელიც სუნთქავს და აგარიდებთ ტერფის არასასიამოვნო სუნს.
● ორსულობის პერიოდში - ქალი წონაში იმატებს და სხეული მძიმდება. დიდი დატვირთვა მოდის ფეხებზე, როგორც სისხლძარღვებზე, ასევე სახსრებსა და ტერფებზე. სუპინატორის გამოყენება ორსულებს ტერფის კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ დისკომფორტსა და ტკივილს მოუხსნის, სიმძიმის სწორი გადანაწილების ხარჯზე კი ხსნის დატვირთვას ხერხემალსადა სახსრებზე.
● სპორტსმენებისთვის - სპორტული ღაბაში მთელ ტერფს სწორ ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. ფეხს იცავს გადახურებისგან , კანს კი - დაზიანებისა და ინფექციის შეჭრისგან. რაც მთავარია, უზრუნველყოფს ტერფის ჯანმრთელობას, შესაბამისად, მცირდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი.
როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმლის ჩასაფენი?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სუპინატორებს 2012 წლიდან სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში სუპინატორების მრავალფეროვან არჩევანს შეხვდებით. სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვაში” საერთაშორისო მწარმოებლების მიერ დამზადებული უმაღლესი ხარისხის მყარი და სილიკონის სუპინატორებია წარმოდგენილი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
➢ ორთოპედული ჩასაფენი „ErgoPad® redux heel 2“ (B-300) - დაფარულია რბილი პოლიურეთანის ქაფით, რაც მას განსაკუთრებით მოქნილს, თხელს და რბილს ხდის. გარდა ამისა,მის ზედაპირში მოთავსებულია სენსორმოტორული ფოლაქები,რომელიც ასტიმულირებს ფეხის მოდუნებულ კუნთებს.ქუსლის არეში მოთავსებული სპეციალური ბალიში მოძრაობისას იღებს ზეწოლას და გადაადგილების პროცესს უმტკივნეულოს ხდის.
➢ სილიკონის ჩასაფენი - დამზადებულია 100% სილიკონისგან და გადაკრული აქვს რბილი ქსოვილი, რომელიც სრულიად შთანთქამს ტენს და ოფლს.
მათი ტარება ინდივიდუალური პრობლემის მიხედვით ხდება და გამოყენებამდე მიზანშეწონილია ვიზიტი ექიმთან დაგეგმოთ. კომპანია “ახალი ხედვა” ასევე, მომხმარებლებს ტერფის კვლევის სერვისსაც სთავაზობს. გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი - რაც სწორი დიაგნოზი დასმის წინაპირობაა. ტერფის დიაგნოსტიკის შემდეგ კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორის დამზადებაც არის შესაძლებელი. ინდივიდუალური სუპინატორი უშუალოდ პაციენტის ტერფზეა მორგებული, რაც სხვადასხვა პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის ყველაზე ეფექტურია.