ფეხის ფართოდ გავრცელებული ტრავმები

ფეხის ტკივილი ხშირია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებსა და ბავშვებში. ამ პრობლემის ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს. ფეხის ფართოდ გავრცელებული ტრავმებია: 

ფეხის ღრძობა, გადაბრუნება და მყესების დაჭიმულობა:

სამწუხაროდ, ხშირია სპორტსმენებში, რადგან ფეხის დაზიანების ძირითადი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა. 

ვარიკოზი:

პროფესიული მიზეზით შეძენილი ან მემკვიდრეობით გადმოცემული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზია ასევე ჭარბი წონა და ორსულობა. 

მენჯ-ბარძაყის ტკივილი:

უშუალოდ სახსრის პრობლემებთან არის დაკავშირებული და ის, ძირითადად, მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს უკავშირდება. სამწუხაროდ, ეს დაავადება მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული.

გარდა ამ მიზეზებისა, ქვედა კიდურების ტკივილისა და დისკომფორტის მიზეზი ხდება:

მუხლის ტკივილი - შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა იოგის გახევა , ხრტილის დაზიანება ან  დაავადებები- ართრიტი, ნიკრისის ქარი და ინფექციები. ამ დაავადებების დროს ტკივილი ძირითადად შემაწუხებელია და  ცხოვრების ნორმალურ რიტმს აფერხებს. 

კოჭის ტკივილი - კოჭის ტკივილი შესაძლოა, მის შიდა და გარე მხარეს ან აქილევსის მყესის გასწვრივაც ვრცელდებოდეს. მსუბუქი ხასიათის ტკივილი ძირითადად სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის, თუმცა ამ პროცესს დრო სჭირდება. კოჭის ძლიერი ტკივილი ექიმის ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი  ტრავმის შემთხვევაში.

ფეხის გადაბრუნება - ხშირად ხდება მყესის დაჭიმულობის, კოჭისა და ტერფის დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის მიზეზი. ის ხშირად სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვის გამო ხდება.  სირბილის ან ხანგრძლივი სიარულის (მაგალითად, ლაშქრობის) დროს ქვედა კიდურებზე ზეწოლის განმეორებითმა ზემოქმედებამ შესაძლოა ქვედა კიდურების კუნთებისა და მყესების გადატვირთვა და წვივის არეში ტკივილი გამოიწვიოს. 

ზოგჯერ მოტეხილობების ან სხვა მძიმე დაზიანებების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. თუმცა, მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება ორთოპედიული ფიქსატორები.  ამ პროდუქტების გამოყენება შესაძლოა როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს, თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც. საერთაშორისო ბაზარზე ფიქსატორების წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს და საკმაოდ პოპულარული ბრენდია  - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი წარმომადგენელი საქართველოში კი კომპანია "ახალი ხედვაა", რომელიც  მომხმარებლებს ფიქსატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფს უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  ფილიალებში აქვს წარმოდგენილი. შერჩეული პროდუქტების შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.