იდაყვის მყესის დაზიანება და მისი მკურნალობა
იდაყვის ნერვის დაზიანიება, ძირითადად, ფიზიკურ ტრავმას უკავშირდება. ეს პრობლემა ხშირ შემთხვევაში იდაყვზე ხშირი დაყრდნობით,მირტყმით ან დაცემით არის გამოწვეული. ზოგჯერ მას ძვლის პათოლოგიური წანაზარდიც აზიანებს. იდაყვის დაზიანებული ნერვის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ეს პროცესი შესაძლოა მოიცავდეს ფიზიო ან ელექტროთერაპიას. თუ, დაზიანების დონე მაღალია და მდგომარეობა რთულადაა ამ დროს ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენებენ ორთოპედიულ ფიქსატორებს.
დაზიანებული იდაყვის მყესის სიმპტომები
იდაყვი რთული აგებულების სახსარია, რომელიც მრავალი მოქმედების განხორციელებაში გვეხმარება, ამიტომ იდაყვის ტკივილი ყოველდღიურ საქმიანობაში საკმაოდ შემაწუხებელია. ამ პრობლემას თან ახლავს ჩხვლეტისა და წიწკნის შეგრძნება და რთულდება მეოთხე და მეხუთე თითების გაშლა. მტევანსა და თითებში ძალა დაქვეითებულია და ნაწილობრივ გამოხატულია მესამე თითის მოხრის უუნარობა. იდაყვის ღრძობას ისეთი სიმპტომები ახლავს თან როგორიცაა:
● მოძრაობის შეზღუდვა;
● ძლიერი ტკივილი;
● შეშუპება;
● ჩალურჯება სახსრის გარშემო.
იდაყვის მყესის დაზიანების გამომწვევი მიზეზები
იდაყვის მყესის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა ფიზიკურმა აქტივობამ, ტრავმამ და მყესის დაზიანებამ, ასევე დაჭიმულობამ ან ანთებამ. იდაყვის ტკივილი ძალიან შემაწუხებელი და ხელისშემშლელი სიმპტომია, ამიტომ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად, იდაყვის ნერვის დაზიანებას იწვევს:
● არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას იდაყვზე დაყრდნობა;
● ნერვზე ხანგრძლივი ზეწოლა;
● არასწორად მორგებული თაბაშირის ან ფიქსატორის ზემოქმედება;
● ტრავმა;
● უბედური შემთხვევები.
იდაყვის მყესის დაზიანების მკურნალობა
იდაყვის ნერვის დაზიანების დროს ტკივილის შესამცირებლად პაციენტი ცდილობს სახსარი მოხრილი ჰქონდეს, რაც, საბოლოოდ, მოხრითი კონტრაქტურების ჩამოყალიბებას იწვევს. ამიტომ, ამ დროს, ისევე, როგორც სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვისა და აქტივობისას, იდაყვის ფიქსატორის გამოყენებაა რეკომენდებული. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს იდაყვის არეში. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას. იდაყვის ფიქსატორების დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ისეთი ექსკლუზიური ბრენდების ფიქსატორებს სთავაზობს, როგორიცაა - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. პროდუქცია სხვადასხვა ზომაშია ხელმისაწვდომი. ტრავმების სამკურნალოდ იდეალურია - სტანდარტული იდაყვის ფიქსატორი. მისი დამატებითი ღვედები მეტ ფიქსაციას უზრუნველყოფს და ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს. იდაყვის ორთეზი კი იდაყვის სახსრის კონტროლირებულ იმობილიზაციას უზრუნველყოფს. იგი გამოიყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს, ვინაიდან, მოცემული ფიქსატორი სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს. არსებობს ფიქსატორები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება . თუმცა, მსუბუქი დაზიანებების ან სპორტული ტრამვების დროს, შესაძლოა იდაყვის ნეოპრონის მასალისგან დამზადებული ფიქსატორის გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშეც.მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 13 მაღაზიაში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე, მოქმედებს ონლაინ გამოწერაც. იდაყვზე მიღებული ტრავმის შემთხვევაში, აუცილებელია, რომ, პირველ რიგში, გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და დაიწყოთ მყისიერი მკურნალობა.