ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

ხერხემლის პრობლემები მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. გადაღლილობის, დაჭიმულობისა და სიმძიმეების აწევის გამო ზურგის ტკივილი ადამიანს ერთხელ მაინც განუცდია. გარდა ამისა, ეს პრობლემა მოულოდნელი ტრავმის ან რომელიმე დაავადების შემთხვევაშიც ჩნდება. ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემებია:
● ხერხემლის თიაქარი - ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმამ, ინფექციებმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს. ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა და ადგილი აქვს დეფექტიდან პულპოზური ბირთვის გამოვარდნას.
● სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის - შედარებით მსუბუქად მიჩნეული და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.
● კუზი - მკვეთრად გამოხატული გულმკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მალთაშია დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი, სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.
● ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.
გარდა ამისა, წელის ტკივილს იწვევს:
● გადაღლილობა;
● დაჭიმულობა;
● დიდხანს ცუდ პოზაში ჯდომა/წოლა;
● სიმძიმეების აწევა;
● ტრავმა;
● ხერხემლის პათოლოგიები.
ხერხემლის პრობლემების დროს პაციენტები ისეთ ორთოპედიულ საშუალებებს იყენებენ, როგორიცაა: წელის კორსეტები და ქამრები. ამ სამედიცინო საშუალებების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს საკმაოდ ეფექტურია. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლისა და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. მისი მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. მათი შეძენა, თბილისის გარდა, შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” ონლაინ შესყიდვის შესაძლებლობასაც გთავაზობთ. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კომპანიის კონსულტანტი ადგილზე უმოკლეს დროში მოგიტანთ.