რა იწვევს ხერხემლის პრობლემებს?

ხერხემალი არის ურთულესი კონსტრუქცია, რომელიც ზურგის ტვინს დაზიანებისგან იცავს. ის ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია და მისი დამსახურებაა, რომ ადამიანი წელში გამართული დადის. ხერხემლის პრობლემების გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს თუმცა, მათ შორის  ყველაზე გავრცელებულია სქოლიოზი, ტრავმები, დაავადებები და სიმსივნეები. გარდა ამისა, ხერხემლის ტკივილს იწვევს ცხოვრების მჯდომარე წესი, დასვენების დეფიციტი, მობილურ მოწყობილობებსა და კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის ტარება. სწორედ ამიტომ, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები XXI საუკუნის განუყოფელ ნაწილად იქცა. მეტიც, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ არსებობს ფაქტორები, რომელიც ხერხემალზე საკმაოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს. მათ შორის არის:

მობილური მოწყობილობები;

დღე-ღამის რიტმის დარღვევა;

გონებრივი დაძაბულობა;

მოუხერხებელი ფეხსაცმელი;

ხანგრძლივად ფეხზე დგომა/ჯდომა;

მოწევა.

გარდა ამისა, ადამიანებს ხშირად აწუხებთ ხერხემლის თიაქარი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმამ, ინფექციებმა  ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს.ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა და ადგილი აქვს დეფექტიდან პულპოზური ბირთვის გამოვარდნას. ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების დროს მკურნალობის პროცესში ეფექტურია ფიქსატორებისა და ხერხემლის ქამრების გამოყენება. ეს სამედიცინო საშუალებები ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილის ამცირებს და  ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს.  ხერხემლისთვის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ფიქსატორები არსებობს. მათ ადამიანები პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენებენ. ისინის ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს ადამიანებს მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს. მათი ხელმისაწვდომ ფასად შეძენა კომპანია “ახალი ხედვის” 13 მაღაზიაში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. პროდუქტის შეკვეთა ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ხერხემლის კორსეტების მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, სადაც კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.