რატომ არის მნიშვნელოვანი ფეხის ტერფის დროული დიაგნოსტიკა?
ტრავმირებული ტერფის დროს აუცილებელია, ვეწვიოთ ექიმს, რომ სწორად განისაზღვროს დაზიანების ტიპი, ხარისხი და დაინიშნოს სწორი მკურნალობა, რადგან არასათანადო მკურნალობა ტკივილის გაუარესებასა და გართულებების ჩამოყალიბებას გამოიწვევს. ტერფზე არსებული პრობლემები საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით კი ბრტყელტერფიანობა. ბრტყელტერფიანობას ახასიათებს დაღლა და ტკივილი ტერფის არეში. ხშირად ტკივილი წელსაც გადაეცემა და იწვევს ზურგის არეში დისკომფორტს. იქიდან გამომდინარე, რომ ტერფის პათოლოგიებმა საგრძნობლად იმატა შესაბამისად, პაციენტთა მომართვიანობაც ტერფის კვლევაზე გაზრდილია. საქართველოში ტერფის კომპიუტერული კვლევის ჩატარება უკვე ხელმისაწვდომია. ეს პროცესი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მუშაობის პროცესში ძალიან ეხმარება, რადგან ტერფზე არსებული პრობლემების შესახებ კვლევა დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ეს კი თავისთავად მედიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მკურნალობა ეფექტურად წარმართონ და სწორი დიაგნოზი დასვან. ტერფის კვლევის შედეგად ზუსტი მონაცემები დგინდება:
● ტერფების დეფორმაციის ხარისხის;
● ტერფის ფორმის;
● ყრდნობის ფართის;
● სიმძიმის ღერძის შესახებ.
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრი მომხმარებლებს უკვე წლებია ტერფის კომპიუტერულ კვლევასა და ინდივიდუალური სუპინატორის დამზადების სერვისს სთავაზობს. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენებას უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან ის თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე - პრობლემების შესაბამისად ინდივიდუალურად იქმნება. კომპანია “ახალი ხედვა” პაციენტებს ასევე მზა, მყარსა და სილიკონის სუპინატორების ფართო არჩევანსაც სთავაზობს.
სუპინატორები ეფექტურია შემდეგი პათოლოგიებისა და მდგომარეობების დროს:
● სპორტული და პროფესიული დატვირთვა;
● ორსულობა;
● ტერფმრუდობა;
● სქოლიოზი;
● ვენური უკმარისობა;
● ლიმფოსტაზი;
● რევმატული დაავადებები;
● დიაბეტური ტერფი.
თბილისის გარდა, ამ პროდუქციის შეძენა გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის გამოწერა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება კი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ფილიალებში შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება საჭიროა 4-5 წლის ასაკიდან, როდესაც ძვლოვანი სტრუქტურა ჩამოყალიბებას იწყებს.