რატომ არის მნიშნელოვანი ტერფის დროული გამოკვლევა?
ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს - შესაბამისად, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტერფის კვლევისა და დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ბრტყელტერფიანობის დროს. ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა აუცილებელია სერიოზული გართულებების თავიდან ასარიდებლად და ტერფთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისთვის. სწორედ ამიტომ, სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სთავაზობს ტერფის დეტალურ და თანამედროვე კვლევას, რომელიც იტალიური ულტრასენროსული Diasu-ს აპარატურით ტარდება “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრში. „ახალ ხედვაში“ ტერფის გამოკვლევა მიმდინარეობს უახლესი თაობის ტექნოლოგიით, რომელიც სიარულის პროცესში აფიქსირებს ყველა საჭირო მონაცემს. ამ მეთოდის მეშვეობით განისაზღვრება შემდეგი მახასიათებლები:
● ტერფის ფორმა და ღერძი;
● თაღის სიმაღლე;
● ყრდნობის წერტილები;
● ბიჯის შესრულების დრო და მასზე მოქმედი წნევა;
● სიმძიმის გადანაწილება სიარულისას და სხვ.
ეს მონაცემები ეხმარება სპეციალისტს სწორი და ინდივიდუალური მიდგომის შერჩევაში. “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკაში ტერფის პლანტოგრაფია – ტერფის გამოკვლევა – მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას ანუ მოძრავ და უძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. დიაგნოსტიკის შედეგად მიიღება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც ზუსტი და ეფექტური მკურნალობის საფუძველია. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია თქვენი ტერფის ანატომიური თავისებურებების შესაბამისად ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება. ეს პროდუქტი განსაკუთრებით ეფექტურია ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების პრევენციისა და კორექციისთვის. გარდა ამისა, კომპანია “ახალ ხედვა” მომხმარებლებს, ინდივიდუალური სუპინატორების გარდა, მყარსა და სილიკონის მზა, სტანდარტულ სუპინატორებს სთავაზობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ფეხის სტაბილურობის შენარჩუნებასა და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს.
● სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. ხელს იწყობს ტერფის ამორტიზაციის ფუნქციასა და გამოიყენება საპროფილაქტიკოდ. სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.
● ფოლადის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს გადაადგილების დროს.
● run and walk (სპორტული სუპინატორი) - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვისას. სუპინატორი ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს და უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას მთელი დღის განმავლობაში.
ტერფის დიაგნოსტიკაზე დეტალური ინფორმაციისთვის და პროცედურაზე ჩასაწერად შეგიძლიათ, დარეკოთ: 577 32 78 03.