როდის არის საჭირო ორთოპედიული სუპინატორების გამოყენება?

ორთოპედიული სუპინატორების გამოყენების მრავალმხრივი მიზეზი არსებობს. ადამიანები მას სხვადასხვა დანიშნულებით ატარებენ და შესაბამისად, ამ პროდუქტით სარგებლობის პერიოდიც ინდივიდუალურია. ძირითადად, სუპინატორები ტერფის სხვადასხვა დეფორმაციის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტს მომხმარებლები ექიმის რეკომენდაციით, ატარებენ ბრტყელტერფიანობის შემთხვევაშიც. გარდა ამისა,  ორთოპედიული სუპინატორები გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

 მაღალი თაღი;

 პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია;

 ქუსლის დეზი;

აქილევსის მყესის დაზიანება;

სხვადასხვა ტერფის პათოლოგია.

ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, სუპინატორებს აქტიურად იყენებენ ბავშვებში, რადგან ბრტყელტერფიანობა ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს პროდუქტი კი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, ასევე ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს.  განსაკუთრებით ეფექტურია სუპინატორი იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მისდევს და ტერფი დატვირთული აქვს.  ორთოპედიული ღაბაში ტერფს ზოგავს, ტკივილებს აქრობს და სპორტსმენსა თუ მოცეკვავეს დატვირთვის გახანგრძლივებაში ეხმარება.  შესაბამისად, სუპინატორებს აქტიურად გამოიყენებენ სპორტსმენები.

სად შევიძინოთ ორთოპედიული სუპინატორი?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული სუპინატორების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო მაღაზიებში სუპინატორების ფართო არჩევანია და მათი  ღირებულება 45 ლარიდან 195 ლარამდე მერყეობს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მყარ და სილიკონის სუპინატორებს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.

ფოლადის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

სილიკონის ჩასაფენი - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

 

აღსანიშნავია, ისიც რომ კომპანიის კლინიკაში ხდება ტერფის კვლევა და სრული დიაგნოსტიკა. ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევისა და  პოდოსკანირების  საფუძველზე ხდება ინდივიდუალური სუპინატორების დამზადება. ეს პროცესი, თითოეული პაციენტისთვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა ბრტყელტერფიანობის და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.