როგორ ვუმკურნალოთ ბრტყელტერფიანობას?

 

ბრტყელტერფიანობა შესაძლოა უკავშირდებოდეს მემკვიდრეობას, სპორტულ დატვირთვას, სქოლიოზს, რევმატულ დაავადებებსა და ტერფის სხვა პათოლოგიებს. ბრტყელტერფიანობის გამომწვევი სხვა მიზეზებია:

ტერფის სხვადასხვა ხასიათის ტრავმა - მოტეხილობა, მყესების გაგლეჯა, ღრძობა;

რაქიტი - ამ დროს დარღვეულია ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაცია. მეტატარზალური ძვლები რბილდება, რაც ხელს უწყობს ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას.

ტერფის გადატვირთვა - ჭარბი წონა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის ფეხსაცმლის ტარება ბრტყელტერფიანობის განვითარების რისკ-ფაქტორებია.

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, აუცილებელია ტერფის კვლევის ჩატარება. პედოგრაფია - ტერფის ფუნქციონალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც სწავლობს ტერფის პარამეტრებს სიარულის პროცესში. მიღებული მონაცემების საფუძველზე კი ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:

ტერფის ფორმა;

თაღის სიმაღლე;

ტერფის ღერძი;

ყრდნობის უბნები;

ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;

ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო.

სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის" კლინიკაში ტერფის დიაგნოსტიკა ტარდება იტალიური ფირმა Diasus-ს ულტრასენსორული აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ იძლევა ინფორმაციას. ბრტყელტერფიანობის მკურნალობის პროცესში ასევე,  აქტიურად იყენებენ ორთოპედიულ სუპინატორებს. ის უზრუნველყოფს თაღის კორექციას, ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, კორექტირდება. ასევე ფეხსაცმლის ჩასაფენის ტარება ეფექტურია ისეთი მდგომარეობებისა და აქტივობების დროს, როგორიცაა - სპორტული და პროფესიული დატვირთვა, ორსულობა, სქოლიოზი, რევმატული დაავადებები და ტერფის სხვა პათოლოგიები. მას აქვს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება.  გარდა მყარი და სილიკონის სუპინატორებისა, კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ინდივიდუალური სუპინატორების დამზადების სერვისსაც სთავაზობს. ტერფზე არსებული ნებისმიერი პრობლემის დროს მისი ტარება, რა თქმა უნდა, ბევრად ეფექტურია, რადგან  მაქსიმალურად ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებას.