როგორი ბალიშები უნდა გამოვიყენოთ ძილის დროს?
გადატვირთული სამუშაო განრიგი, ერთ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომა და არასწორ პოზაში ძილი - ამ მიზეზების გამო ბევრ ადამიანს ხშირად აწუხებს კისრისა და ზურგის ტკივილი. ეს პრობლემა, ძირითადად, უკავშირდება კუნთებისა და მყესების დაჭიმვას, რაც თავისთავად დისკომფორტის გამომწვევია. დღესდღეობით კისრის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და ის ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მათში, ვინც დიდ დროს უთმობს ტელეფონში ყურებას ან კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომას, რადგან დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნა ყველაზე მეტად იწვევს დისკომფორტს კისრის არეში. ამ დროს ეფექტურია კისრის გასაბერი ბალიშების გამოყენება, რადგან ეს პროდუქტი ხერხემლის არეში დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხნის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. მჯდომარე ცხოვრების წესი კისრის გარდა, ზურგის ტკივილსაც იწვევს. თუმცა, ეს პრობლემა შესაძლოა ხერხემლის პათოლოგიებს, ფიზიკურ დატვირთვასა და პროფესიულ საქმიანობასაც უკავშირდებოდეს. ამ დროს ეფექტურია ზურგის ქამრების ტარება, რომელიც ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში ძალიან ეფექტურია. ამ პროდუქტს ატარებენ ხერხემლის ტკივილის დროსაც. ზურგის ფიქსატორები ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილსაც ამცირებს და ხერხემლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა პოზაში სძინავს და სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი აწუხებს ძილის დროს - აქედან გამომდინარე, თუ ერთი ადამიანისთვის ბალიში სრულყოფილია, მეორესთვის ის შესაძლოა, იდეალური სულაც არ იყოს. თქვენთვის საუკეთესო ბალიშის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გძინავთ. თუ გვერდულად წევხართ, მაშინ უნდა გამოიყენოთ საშუალო სიმაღლის მყარი ბალიში, რათა შეინარჩუნოთ კისრისა და თავის სწორი მდებარეობა. თუ ზურგზე გძინავთ და დიდი ალბათობით აპნოეც გაწუხებთ, მაშინ, თქვენ უნდა გამოიყენოთ ძალიან მყარი ბალიში სხეულის ზედა ნახევრის ასამაღლებლად. თუ მუცელზე ძილი გირჩევნიათ, მაშინ რბილი ბალიში შეარჩიეთ. ამ დროს თქვენი თავი უფრო ახლოს იქნება ლეიბთან და შეინარჩუნებს კისრის ბუნებრივ მდგომარეობას.
როდის არის საჭირო ორთოპედიული ბალიშების გამოყენება?
თავის, კისრისა და ხერხემლის სწორ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ტიპის ორთოპედიული ბალიშები. ეს პროდუქცია მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება და ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ ბალიშებს მომხმარებლებს უკვე 10 წელია კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ცნობილი ბრენდების Morsa Cyberg /მორსასა და BERGER/ბერგერის ბალიშებია წარმოდგენილი. მათი შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. პროდუქციის გამოწერა ვებ-გვერდზეც ხელმისაწვდომია .