ტერფის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
ტრავმირებული ტერფის დროს აუცილებელია ვეწვიოთ ექიმს, რომ სწორად განისაზღვროს დაზიანების ტიპი და ხარისხი და დაინიშნოს სწორი მკურნალობა,- რადგან არასათანადო მკურნალობა ტკივილის გაუარესებას და გართულებების ჩამოყალიბებას გამოიწვევს. თუ ტრავმის შედეგად ტერფი არასწორად იტვირთება, შეგიძლიათ "ახალი ხედვის" კლინიკას მიმართოთ. ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრი მომხმარებლებს ტერფის კვლევასა და ასევე მზა ორთოპედიულ ფიქსატორებს სთავაზობს. ეს პროცესი აგარიდებთ თავიდან შესაძლო გართულებებსა და დაავადებებს. ტერფის ფართოდ გავრცელებულ პრობლემებს შორისაა:
-
პროფესიული და სპორტული ტერფი;
-
დიაბეტური ტერფი;
-
ტერფმრუდობა;
-
ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;
-
აქილევსის მყესის ანთება;
-
ქუსლის დეზი;
-
პლანტარული ფასციიტი;
-
ბრტყელტერფიანობა.
ბრტყელტერფიანობა ბავშვებშიც გავრცელებულია და აუცილებელია ამ პრობლემას თავიდანვე მიექცეს სათანადო ყურადღება, რადგან გაითვალისწინეთ, რომ ტერფთან დაკავშირებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს. ტერფის ტკივილის დროს აუცილებელია ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება. ტერფის დამცავი საშუალებების ტარების მიზეზი მრავალმხრივია. მათ მომხმარებლები სხვადასხვა დანიშნულებით ატარებენ, მათ შორის არის:
-
ტკივილის შემსუბუქება;
-
ტერფის თაღის კორექცია;
-
სხვადასხვა დაავადების პრევენცია ან გართულების თავიდან არიდება;
- კანის დაცვა მექანიკური ზემოქმედებისა და კოჟრის გაჩენისგან.
ტერფის ფართოდ გავრცელებული პრობლემების დროს ხშირად იყენებენ ისეთ ორთოპედიულ პროდუქტებს როგორიცაა:
-
სუპინატორი დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა. ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
- სილიკონის ქუსლის ბალიში - გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის ტარება ეფექტურია, როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად, ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად. ის ქვედა კიდურს საშუალოდ 1 სმ-ით ამაღლებს.
- ტერფის სილიკონის ბალიში - ძირითადად გამოიყენება ტერფზე მაზოლის გაჩენის ან გართულების საწინააღმდეგოდ. იმისთვის, რომ ტერფზე კოჟრები განიკურნოს, აუცილებელია, რომ მასზე შემცირდეს ზეწოლა და აღმოიფხვრას გამომწვევი მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში კანი უფრო და უფრო გასქელდება და ტკივილიც ძლიერდება. ეს პროდუქტი დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და ტერფს დაზიანებისგან იცავს .
- ქუსლის ფიქსატორი - გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ .
ტერფის დამცავი საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის ეს პროდუქცია დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის შესაძლებელი. მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველ ნივთს მარტივად გამოიწერთ. შერჩეულ ფიქსატორს კი კონსულტანტი ან ფოსტის თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით.