ბრტყელტერფიანობის მკურნალობა “ახალ ხედვაში”
ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ეფექტურია ადრეული ასაკიდან. ტერფის თაღი ჩამოყალიბებას 3-4 წლის ასაკში იწყებს, ასე რომ, ყველა ბავშვს 3 წლამდე, რბილი ანუ დრეკადი ტერფი აქვს, რაც ნორმას შეესაბამება. თაღების სრული ფორმირება კი 9-10 წლის ასაკში სრულდება. ასაკის მატებასთან ერთად, კი ტერფის დეფორმაცია პროგრესირებას განიცდის, ვითარდება ორგანიზმის გადაღლა და ირღვევა ნაბიჯების თანმიმდევრობაც. ამიტომ ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით სხეულის ჩამოყალიბების დროს მნიშვნელოვანია კუნთებს ასწავლოთ სწორი მოძრაობა. ბრტყელტერფიანობა შეიძლება დამოუკიდებელი დაავადება იყოს ან განვითარდეს ტორსისა და ქვემო კიდურების დეფორმაციის შედეგად. ამ დაავადების გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. შესაძლოა, ეს არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელს, სიმძიმეების ტარებას ან ისეთ პროფესიას უკავშირდებოდეს, რომელიც ფეხზე დიდხანს დგომას მოითხოვს.
ბრტყელტერფიანობის კვლევა და დიაგნოსტიკა
ბრტყელტერფიანობის ადრეული მკურნალობა სხვა დაავადებების პრევენციასაც უწყობს ხელს და ზედმეტ გართულებებსაც აგარიდებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა დროულად ჩაიტაროთ. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა ხდება კომპიუტერული კვლევით, რომელიც ზეწოლის უბნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ტერფის კვლევის შედეგად, ზუსტი მონაცემები დგინდება:
● ტერფების დეფორმაციის ხარისხის;
● ტერფის ფორმის;
● ყრდნობის ფართის;
● სიმძიმის ღერძის შესახებ.
კომპანია „ახალი ხედვის" კლინიკაში ტერფის დიაგნოსტიკა ხდება იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ იძლევა ინფორმაციას. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ კი კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც არის შესაძლებელი.
ორთოპედიული სუპინატორები
ბრტყელტერფიანობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, ამიტომ ორთოპედიული სუპინატორის გამოყენება ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკის მიზნით ძალიან ეფექტურია. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროსაც. გარდა ამისა, ორთოპედიული სუპინატორები უზრუნველყოფს სიარულის კორექციას - შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციით არის გამოწვეული, წესრიგდება. კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარ და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. კომპანიაში ასევე, ხდება ინდივიდუალური სუპინატორების დამზადება. ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე შესაძლებელია ამ პროდუქტის დამზადება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, რაც ბრტყელტერფიანობის და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა.