ვარიკოზის გამწვავების ხუთი მიზეზი
მსოფლიო კვლევების მიხედვით, ზრდასრული ადამიანების მესამედი ვარიკოზითაა დაავადებული. თანამედროვე ცხოვრების წესი უფრო მეტად ართულებს ვარიკოზის პრობლემებს. გაეცანით ხუთ მთავარ მიზეზს, რომელიც ვარიკოზის გართულებას იწვევს.
1.
პირველი მიზეზი, რამაც შესაძლოა ვარიკოზი გამწვავოს არის - ჭარბი წონა. თუ ვარიკოზის რისკის ქვეშ ხართ, ან გაქვთ მსუბუქად გამოხატული სიმპტომები, აუცილებელია აკონტროლოთ წონა, რადგან სიმძიმის შემთხვევაში, სისხლზარღვებზე ზეწოლა ორმაგდება.
2.
მეორე მიზეზი გახლავთ არასწორი კვება, რომელიც არა მხოლოდ ვარიკოზის, არამედ სხვა ბევრი დაავადების საწინდარია. თუ თქვენი ორგანიზმი არ იღებს საჭირო საკვებ ნივთიერებებს, მინერალებსა (მაგალითად თუთია) და ვიტამინებს (განსაკუთრებით საჭიროა ვიტამინი C და E), ეს გავლენას ახდენს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქცებზე- სისხლის მიმოქცევასა და სისხლძარღვების ელასტიურობაზე.
3.
მესამე მიზეზი არის ღვიძლის გადიდება. დაავადებულები ხშირად ვერ ხედავენ კავშირს ღვიძლის პრობლემებსა და ვარიკოზს შორის, მაგრამ თუ დავფიქრდებით ამ ორგანოს როლზე სისხლის გაფილტვაში, საკვები ნივთიერებების შეწოვაში და ორგანიზმის დეტოქსიკაციაში, დავრწმუნდებით მასზე ზრუნვის საჭიროებაში. ღვიძლის გადიდებამ, შესაძლოა , გამოიწვიოს ჰემორაგია - ვარიკოზული ვენების კიდევ ერთი ფორმა, რომელიც შეიძლება ძალიან მტკივნეული და არასასიამოვნო იყოს.
4.
ვარიკოზის გართულების მეოთხე მიზეზი არის ჰორმონალური დისბალანსი. ქალების შემთხვევაში, ვარიკოზის სიმპტომების გაუარესება მენოპაუზის დროს ან მენსტრუალურ პერიოდში ხდება. მიზეზი ესტროგენების დონის მნიშვნელოვნად კლებაა , რაც გავლენას ახდენს სხეულში სხვადასხვა ცვლილებებზე, მათ შორის სისხლძარღვებზე.
5.
მეხუთე მიზეზი უმოძრაობაა. ვარიკოზით დაავადებული ადამიანების უმეტესობას მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს, რის შედეგადაც სისხლძარღვების დაავადება ვითარდება. ვარიკოზი უნვითარდებათ იმათაც, ვინც ზედმეტად ტვირთავს კიდურებს ვარჯიშით ან სიმძიმის აწევით. თუ ხშირად გიწევთ დგომა ან ჯდომა ერთ პოზიციაში, ეს თქვენს სხეულში სისხლის ჯანსაღი ნაკადის სტიმულირებას უშლის ხელს.
როგორ ავირიდოთ თავიდან ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები?
თუ ვარიკოზის რისკის ქვეშ ხართ, გაქვთ მცირედი ნიშნები ან უბრალოდ გენეტიკური ფაქტორი გაეჭვებთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები და მაქსიმალურად ეცადოთ აირიდოთ თავიდან გართულება. ვარიკოზის პრევენციისათვის საუკეთესო საშუალება ჯანსაღი ცხოვრების წესია. მოწესრიგებული კვება, რეგულარული ვარჯიში და წონის კონტროლი. ჯანსაღი ცხოვრების წესი გავლენას ახენს არა მხოლოდ კონკრეტულ დაავედებაზე, არამედ მთლიანად ცხოვრების ხარისხზე.
თქვენ აგრეთვე დაგაინეტერსებთ:
ვარიკოზის საწინააღმდეგო ვარჯიშები
რას წარმოადგენს "წითელი ქარი " და რა იწვევს მას?
რა უნდა ვიცოდეთ ვარიკოზული ვენების შესახებ ?!