ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

ხერხემლის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ხერხემლისა და ზურგის ტკივილი შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანებასა და სხვადასხვა პათოლოგიას, ასევე მოულოდნელ შემთხვევებსაც. მათ შორის არის:

  • მძიმე საგნის აწევა;
  • დაჭიმულობა;
  • მანქანის ხანგრძლივი მართვა;
  • ავარია;
  • დაცემა და სხვ.

გარდა ამისა, არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც განაპირობებს ხერხემლისა და ზურგის ტკივილს, როგორიცაა:

სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის -  შედარებით მსუბუქად მიჩნეული და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.

კუზი - მკვეთრად გამოხატული გულ-მკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა: მალთაშუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი, სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.

ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.

მალთაშუა დისკის თიაქარი - ხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზია, მალთაშუა დისკის თიაქარი კი მისი ერთ-ერთი გართულება. ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმამ, ინფექციებმა  ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს. ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა და ადგილი აქვს დეფექტიდან პულპოზური ბირთვის გამოვარდნას.

პროტრუზია -  დისტროფიული ხასიათის პათოლოგიაა. ამ დროს ხერხემლის არხში მალთაშუა დისკის გადაადგილება ხდება. მალთაშუა დისკის თიაქრების დროს მალების სხეულების საზღვრებს მიღმა,  დისკის სხვადასხვა ზომის ლოკალური ამობურცულობაც ჩნდება.  ამასთანავე რბილი ბირთვი რჩება ფიბროზული რგოლის ბოჭკოების შიგნით. ფიბროზული რგოლი კი სუსტდება და იწელება.

ამ პრობლემების დროს პაციენტები ისეთ ორთოპედიულ საშუალებებს იყენებენ, როგორიცაა: წელის კორსეტები და ქამრები. ამ  სამედიცინო საშუალებების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს საკმაოდ ეფექტურია. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად არის შესაძლებელი. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.
  • წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები ზურგის არეში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
  • ჰიპერექსტენზიის კორსეტი - კომპრესიული მოტეხილობების დროს ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას საგიტალურ სიბრტყეში. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. 

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს წელის კორსეტებისა და ქამრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები. პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით.