ფართოდ გავრცელებული ტრავმები
ტრავმა შესაძლოა, ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს, თუმცა ეს რისკი ყველაზე მაღალი სპორტსმენებშია. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, რომელიც არასწორ მოძრაობას უკავშირდება, შესაძლოა დაჭიმულობით, ღრძობით ან მოტეხილობით დასრულდეს. განსაკუთრებით ხშირია ტრავმების ტენდეცია ზამთარში, თხილამურებით სრიალის დროს. გარდა ამისა, ტრავმის მიღება შესაძლოა უკავშირდებოდეს ავტოსაგზაო ან მოულოდნელ შემთხვევითობასაც.
მხრის ამოვარდნა
მხრის ამოვარდნის დროს ადამიანი მწვავე ტკივილს განიცდის. არსებობს მხრის წინა, უკანა და ქვემო ამოვარდნილობა. მხრის ტკივილი თავს იჩენს მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის მოწყვეტის შემთხვევაშიც. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება.
იდაყვის ამოვარდნა
იდაყვის ამოვარდნა ხშირია ბავშვებში და სპორტსმენებში. ამ დროს სახსარში მონათესავე ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს სრულად ან ნაწილობრივად სცილდება. იდაყვი რთული აგებულების სახსარია, რომელიც მრავალი მოქმედების განხორციელებაში გვეხმარება - აქედან გამომდინარე, მისი დაზიანება მუშაობაში ხელს გვიშლის.
მაჯის ღრძობა
ადამიანებში მაჯის ღრძობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს ზოგ შემთხვევაში მოულოდნელ შემთხვევას ან ავარიას უკავშირდება. ღრძობა, რომელსაც მწვავე ტკივილი ახასიათებს, შეიძლება წარმოიშვას დარტყმით ან დაცემით. მნიშვნელოვანია, რომ მისი მკურნალობა დროულად და სწორად მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს.
ფეხის გადაბრუნება და დაჭიმვა
სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვის გამო ფეხის დაჭიმულობა ხშირია ბავშვებსა და სპორტსმენებში. ხანგრძლივი მოგზაურობის, სიარულის, ლაშქრობის ან სირბილის დროს უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილებისას ქვედა კიდურებზე განმეორებითმა ზეწოლამ შესაძლოა, ქვედა კიდურების კუნთებისა და მყესების გადატვირთვა, წვივის არეში ტკივილი და ფეხის გადაბრუნებაც გამოიწვიოს. მსგავს ტრავმებს ხშირ შემთხვევაში შეშუპება და შესიებაც ახლავს თან. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ფეხი უხერხული მოძრაობის გამოც უბრუნდება.
სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად გამოიყენება ორთოპედიული ფიქსატორები. ამ პროდუქტების ფართო არჩევანი არის წარმოდგენილი კომპანია „ახალი ხედვაში“. აქ თქვენ შეძლებთ კისრის,მხრის,წელის,მუხლის,კოჭის და სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორის შეძენას. სამედიცინი ჯგუფი დაინტერესებულ პირებს პროდუქტების შეძენისთვის საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს და თბილისის გარდა, საფირმო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისის ფილიალებსაც, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. გარდა ამისა, პროდუქტის შეძენა ხდება ონლაინ მეთოდით - კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: akhalikhedva.ge. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება, სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება და შეკვეთის გაფორმებაა საჭირო.